ხერხემლის მალთაშუა თიაქარი – პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. ეს საშინელი დაავადება უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც ოსტეოქონდროზისგან იტანჯებიან.
ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკებს უჩნდება ნაპრალები, ირღვევა კაფსულის მთლიანობა და დატვირთვის შედეგად მისგან ჟელესმაგვარი პულპოზური მასა გამოიდევნება. სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს.
მალთაშუა თიაქრის მკურნალობა
როგორც წესი, თიაქრის გაჩენის მიზეზს ხერხემალზე არასწორი ან ზედმეტად ძლიერი დატვირთვა, არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ზედმეტად ჭარბი წონა და ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი განაპირობებს.
ოპერაციის გაკეთება პრობლემის გადასაჭრელად რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ნერვოლოგიურ გართულებებს: მგრძნობელობის დარღვევა და მოძრაობის შეზღუდვა. სხვა შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სპეციალური რეჟიმითა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდებით. გარდა ამისა, აუცილებელია სპეციალური ვარჯიშების შესრულება, რომლებიც თავიდან აგარიდებთ ან დაგეხმარებათ უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაში.
ვარჯიშები მალთაშუა თიაქრის სამკურნალოდ
1. დაწექით ზრუგზე და მოდუნდით. რიგ-რიგობით მოხარეთ ფეხები მუხლებში. შეასრულეთ ნელი მოძრაობები.
2. პირველი ვარჯიშის რამდენჯერმე შესრულების შემდეგ გადადით შემდეგ დავალებაზე. ამ შემთხვევაშიც წევხართ ზურგზე და ხართ მაქსიმალურად მოდუნებული. რიგ-რიგობით აწიეთ ფეხი გაშლილ მდგომარეობაში.
3. დაწექით ზურგზე და მოდუნდით. რიგ-რიგობით შეეხეთ ერთი ფეხის ტეფით მეორე ფეხის მუხლს. გაიმეორეთ ვარჯიში იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგიხერხდებათ.
4. მეოთხე ვარჯიშის შესრულების დროსაც ვწევართ ზუგრზე მაქსიმალურად მოდუნებულები. მუხლში მოხრილი ფეხი გადაწიეთ ჯერ მარცხნივ, ხოლო შემდეგ – მარჯვნივ. ამ ვარჯიშის შესრულების დროს წელი უმოძრაოდ უნდა გააჩეროთ.
ეს ვარჯიშები არაჩვეულებრივია მალთაშუა თიაქრის სამკურნალოდ და მისი პროფილაქტიკისთვის. დაუთმეთ ამ 4 მარტივ ვარჯიშს ყოველდღიურად რამდენიმე წუთი და ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ.
გთავაზობთ ვიდეოს დეტალური ინსტრუქციით: