ექიმებმა გამოაქვეყნეს იმ წამლების სია, რომლებიც არაფერს შველის

15818

1. არბიდოლი

აქტიური ნივთიერება: უმიფენოვირი.

სხვა სახელწოდებები: “არპეტოლიდი”, “არპეფლუ”, “ორვიტოლი ნპ”, “არპეტოლი”, “იმუსტატი”.

1974 წლის საბჭოთა გამოგონება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა აღიარებული. პრეპარატის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების კლინიკური კვლევა მხოლოდ დსთ-სა და ჩინეთში ჩატარდა.

ამ იმუნომოდულირების ეფექტის მქონე ანტივირუსული პრეპარატის ეფექტურობა დღემდე არაა დამტკიცებული.

2. ესენციალე

აქტიური ნივთიერება: პოლიენილფოსფატიდილქოლინი.

სხვა სახელწოდებები: “ესენციალე ფორტე”, “ესენციალე H”.

ეს პოპულარული პრეპარატია ღვიძლის დასაცავად და, როგორც სხვა ე.წ. “ჰეპატოპროტექტორები” არანაირად არ იცავს ღვიძლს. მეცნიერული კვლევებით “ესენციალეს” მიღებით გამოწვეული არავითარი დადებითი ეფექტი არ აღმოჩენილა: მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის დროს იგი მხოლოდ აძლიერებს ნაღვლის სტაგნაციასა და ანთების აქტივობას.

3. პრობიოტიკები

აქტიური ნივთიერება: ცოცხალი მიკროორგანიზმები.

სხვა სახელწოდებები: “ჰილაკ ფორტე”, “აცილაქტი”, “ბიფილიზი”, “ლაქტობაქტერინი”, “ბიფიფორმი”, “სპორობაქტერინი”, “ენტეროლი”.

გარდა იმისა, რომ პრობიოტიკების ეფექტურობა არ დამტკიცებულა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრეპარატების შემადგენლობაში არსებულ მიკროორგანიზმთა უმრავლესობა ცოცხალი არცაა. საქმე ისაა, რომ დაპაკეტების პროცესი ანადგურებს ყველა პოტენციურად სასარგებლო ბაქტერიებისა და სპორების 99%-ს. ამავე წარმატებით შეგიძლიათ ჭიქა კეფირის დალევა. ევროპასა და აშშ-ში პრობიოტიკებს ექიმები არ ნიშნავენ.

4. მეზიმ ფორტე

აქტიური ნივთიერება: პანკრეატინი.

სხვა სახელწოდებები: “ბიოფესტალი”, “ნორმოენზიმი”, “ფესტალი”, “ენზისტალი”, “ბიოზიმი”, “პანზინორმი”, “გასტენორმი”, “პანკრეაზიმი”.

კვლევების მიხედვით, პანკრეატინი მხოლოდ კუჭის აშლილობის დროსაა ეფექტური. დიაბეტი, პანკრეატიტი, თიაქარი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებები ამ პრეპარატით არ იკურნება.

5. კორვალოლი

აქტიური ნივთიერება: ფენობარბიტალი.

სხვა სახელწოდებები: “ვალოკარდინი”, “ვალოსერდინი”.

ფენობარბიტალი საშიში ბარბიტურატორია მკვეთრად გამოხატული ნარკოტიკული მოქმედებით.

დიდი რაოდენობით რეგულარული მოხმარების შედეგად იწვევს სერიოზულ ნევროლოგიურ და კოგნიტურ დარღვევებს, არღვევს სექსუალურ ფუნქციას, რის გამოც იგი აკრძალულია აშშ-ში, ემირატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

6. პირაცეტამი

სხვა სახელწოდებები: “ლუცეტამი”, “მემოტროპილი”, “ნოოტროპილი”, “პირატროპილი”, “ცერებრილი”.

როგორც სხვა ნოოტროპული პრეპარატები, ძირითადად, დსთ-ს ქვეყნებშია ცნობილი. მისი ეფექტურობა დამტკიცებული არაა, სამაგიეროდ, არსებობს არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ეს წამალი რეგისტრირებული არაა.

7. ცინარიზინი

აქტიური ნივთიერება: დიფენილპიპერაზინი.

სხვა სახელწოდებები: “სტუგეზინი”, “სტუგერონი”, “სტუნარონი”.

ცინარიზინს, ძირითადად, ბანგლადესში აწარმოებენ, დასავლეთში კი იგი 30 წლის წინ აკრძალეს, რადგან გვერდითი მოვლენების სია ძალიან დიდ ადგილს დაიკავებდა, ჩვენ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება პარკინსონიზმის მწვავე ფორმას გამოიწვევს.

8. ვალიდოლი

აქტიური ნივთიერება: იზოვალერიანის მჟავის მეთილის სპირტი.

სხვა სახელწოდებები: “ვალოფინი”, “მენტოვალი”.

ძველი პრეპარატი დაუსაბუთებელი ეფექტურობით. არავითარ შემთხვევაში არ მიენდოთ მას გულის პრობლემების შემთხვევაში! იგი არაფერს იძლევა, ინფარქტის საშიშროების დროს კი ყოველი წამი მნიშვნელოვანია.

9. ნოვო-პასიტი.

აქტიური ნივთიერება: ჰაიფენეზინი.

ეს, თითქოსდა, ანტიქსიოლიტური პრეპარატი სხვადასხვა ბალახის ექსტრაქტს შეიცავს, თუმცა, მისი ერთადერთი მოქმედი ნივთიერებაა ამოსახველებელი საშუალება. იგი ხშირად შედის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში, თუმცა, “ნოვო-პასიტს” მიწერილი დამამშვიდებელი ეფექტი ნამდვილად არ გააჩნია.

10. ჰედელიქსი

სხვა სახელწოდებები: “გედერინი”, “გელისალი”, “პროსპანი”.

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: მიუხედავად პოპულარულობისა, სუროს ფოთლების ექსტრაქტი ხველის სამკურნალოდ არაა ეფექტური. ამას ლიმონიანი ჩაის დალევა სჯობს.

ასევე, არ მიენდოთ ჰომეოპათურ პრეპარატებსაც. მისი ეფექტურობა არ გამოირჩევა პლაცებო ეფექტისგან, სწორედ ეს უკანასკნელია ის “ძალა”, რომელიც ჰომეოპათური მკურნალობის დროს ზოგიერთ დაავადებას კურნავს.