როგორ გავათეთროთ გაყვითლებული პლასტმასი ფანჯრის რაფასა და მაცივარზე

3697

პლასტმასი უნივერსალური მასალაა და მისგან ყოველდღიური საჭიროების უამრავი ნივთი მზადდება. თეთრი პლასტმასისგან დამზადებული ნივთები თავიდან საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება, თუმცა სწრაფად კარგავს მიმზიდველ იერს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით. საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომელიც გაყვითლებულ პლასტმასის ზედაპირებს გაათეთრებს.

რატომ ყვითლდება პლასტმასი დროთა განმავლობაში

თეთრი პლასტმასისგან ყველაფერს ამზადებენ: წვრილი დეტალებით დაწყებული, მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთებით დასრულებული. ინტერიერის ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია ფანჯრის ჩარჩოები და რაფა. ეს მონაკვეთი ხშირად უქმნის უხერხულობას დიასახლისს, რამდენადაც პლასტმასი მუდმივად გასაწმენდია, სიყვითლე კი თავს არ ანებებს.

მის გაყვითლებას შეიძლება იწვევდეს პლასტმასზე ულტრაიისფერი სხივების ნაწილობრივი განშლა, ტემპერატურის ცვლილებები და დანამატები, რომლებსაც თქვენ მიერ გამოყენებული ქიმიური საშუალებები შეიცავს.

თუ ამ სიას ყურადღებით გადახედავთ, მიხვდებით, რატომ ყვითლდება მაინცდამაინც ფანჯარასთან ახლოს არსებული პლასტმასის დეტალები.

გათეთრების საშუალებები

მიზეზში უკვე გავერკვიეთ, ახლა კი ისიც უნდა გავიგოთ, თუ როგორ გადავჭრათ პლასტმასის სიყვითლის პრობლემა.

ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცინო სპირტი. მას შეუძლია ზედაპირის ზედა ფენის ცოტათი გაზავება, ამიტომ პლასტმასის ზედაპირიც მარტივად იწმინდება სიყვითლისგან. ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, პლასტმასი რომ არ დააზიანოთ. გამოიყენეთ ნაზი ხელსახოცი და არ დაატანოთ ძალა.

იგივე ეხება აცეტონსა და ლაქის მოსაშორებელ სითხეს. ასეთი საშუალება აზავებს დაბინძირებას და შანსია მისით ზედაპირის დაზიანებისა.

იმ შემთხვევებში, როცა სიყვითლე არა მზის, არამედ ბუნებრივი დაბინძურების ბრალია, საწმენდად საპნის ხსნარი გამოგადგებათ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტუალეტის ან დიასახლისის საპონი გამოიყენოთ, გახსნილი წყალში. გახეხეთ პლასტმასის დეტალები მყარი ჯაგრისით ან ღრუბელით.

თუ უკვე მზა საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას, აიღეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან მანქანის პანელების საწმენდი ხელსახოცები. ისინი არ დააზიანებს პლასტმასს, რამდენადაც სწორედ ამ მასალისთვისაა შექმნილი.

თქვენ როგორ წმენდთ გაყვითლებულ პლასტმასს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.