ყველას არაერთხელ გვსმენია, რომ მაგიდიდან არა ბოლომდე დანაყრებული, არამედ შიმშილის მსუბუქი შეგრძნებით უნდა წამოვდგეთ. ასე თქვენ თქვენ თავიდან აირიდებთ დასაშვებ ნორმაზე მეტი საკვების მიღებას, კუჭის კედლების გაწელვას და წონის მატებას.
როდესაც კუჭი გაწელილია, დასანაყრებლად სულ უფრო და უფრო მეტი საკვები გვჭირდება, რის შედეგადაც ვიმატებთ წონას, ხოლო სხეულის პრობლემურ ნაწილებში დაგროვებას იწყებს ცხიმოვანი ფენები. სწორედ ამ პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველადაა შემუშავებული დიეტა სახელწოდებით “5 სუფრის კოვზი”. თუ თქვენ ამ დიეტას დაიცავთ და შედარებით პატარა ულუფებით დაიწყებთ კვებას, ზედმეტი კილოგრამებს გარანტირებულად მოიშორებთ, რადგან ასე კუჭი მოცულობაში დაპატარავდება და შიმშილის მუდმივი შეგრძნება აღარ შეგაწუხებთ.
როგორ დავიკლოთ წონა
საკვების ერთი ულუფა უნდა შეადგენდეს 150-200 გრამს ან 5 სუფრის კოვზს. კვების მენიუში მკაცრი შეზღუდვები და შიმშილი საჭირო არ არის, თუმცა შედეგის დასაჩქარებლად თქვენ აუცილებლად უნდა გამორიცხოთ გაზირებული სასმელები, შოკოლადი, ფუნთუშები, შაქარი და თეთრი ფქვილის ნაწარმი. საკვების მიღებებს შორის აუცილებლად უნდა დაიცვათ 3 საათიანი ინტერვალი. როდესაც ჭამას მორჩებით, მომდევნო 30 წუთის განამვლობაში არ დალიოთ წყალი და სხვა ნებისმიერი სასმელი – ასე კიდევ უფრო ვწელავთ კუჭის კედლებს.
დიეტის მოსალოდნელი შედეგები
დიეტის დაცვიდან 1 კვირაში თქვენ დაახლოებით 3 კილოგრამს მოიკლებთ და მთელ ორგანიზმს მუშაობის სწორ რეჟიმზე გადაიყვანთ. თუ 1 კვირის შემდეგ დიეტის დაცვას განაგრძობთ, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სასიხარულო იქნება.
მეორე კვირის განამვლობაში დარეგულირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა. სიმსუბუქის შეგრძნება, ძალების მოზღვავება, მბზინვარე კანი და მინუს კიდევ 4 კგ – შედეგები, რომელთაც მეორე კვირაში უნდა ელოდეთ. მესამე კვირას თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარე პიკს მიაღწევს და დაახლოებით 4 კილოგრამის მოკლებას კიდევ შეძლებთ.
მე-4 კვირა გადამწვეტია. ჩვენი გარშემოწერილობა საგრძნობლად მცირდება, შიმშილის შეგრძნება აღარ გვაწუხებს და უკვე საკვების მცირე ულუფაც კი გვანაყრებს. საერთო ჯამში 1 თვის განავლობაში თქვენ დაახლოებით 14 კილოგრამისგან გათავისუფლდებით, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია. ყველაზე მთავარი კი სწორედ ის ფაქტია, რომ თქვენ სწორად კვებას მიეჩვევით და დაკლებულ კილოგრამებს უკან აღარ დაიბრუნებთ.
მიახლოებითი მენიუ 1 დღისთვის
- 7:00 – 5 სუფრის კოვზი შვრია (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბრინჯით, წიწიბურით, ხორბლის ფაფით, ოსპით).
- 7:30 – უშაქრო ჩაი ან ყავა.
- 10:00 – ნებისმიერი ხილი, ხილის სალათი, ხილი ნატურალურ იოგურტთან ერთად.
- 13:00 – 5 სუფრის კოვზი წიწიბურა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კარტოფილის პიურეთი, ბრინჯით, ბარდის ფაფით ან ბოსტნეულის რაგუთი). ცილოვანი საკვები – 200 გრამი თევზი ან 200 გრამი საქონლის ხორცი. შეგიძლიათ პროდუქტების კომბინირებაც (მაგ: 3 კოვზი წიწიბურა და ქათმის მკერდის 2 პატარა ნაჭერი).
- 16:00 – 200 გრამი კეფირი ან კიტრისა და პომიდვრის სალათი.
- 19:00 – 5 კოვზი წიწიბურა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 200 გრამი თევზით, 1 ჭიქა კეფირით ან 5 სუფრის კოვზი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით).
ასეთი დიეტისთვის უკუჩვენებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, აუცილებლად დაიცავით დიეტა “5 სუფრის კოვზი” და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო შედეგები არ დააყოვნებს. 1 თვეში დაახ. მინუს 14 კგ გარანტირებულია!