ქალბატონებო, თუ 40 წელს გადააბიჯეთ, დაუკვირდით ამ 14 ნიშანს. ვიტამინ B14 ჰაერივით გჭირდებათ

791

არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია ფაქტი, რომ მთელი მსოფლიოს მასშთაბით 40-60 წლამდე ქალბატონების 4% ვიტამინ B12-ის დეფიციტისგან იტანჯება, ხოლო მათი გაცილებით დიდი ნაწილი პრობლემისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და ნიშნებს აიგნორებს, რასაც სიტუაციის გართულებამდე, გამწვავებამდე მივყავართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, დაიმახსოვროთ, რომ ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის გვიგზავნის გარკვეულ სიგნალებს, როდესაც მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ამ სიგნალების იგნორირება ძალიან დიდი შეცდომაა, რამაც შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 14 სიმპტომს, რომელიც ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტზე მიგვანიშნებს. მათი არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება და დროულად მოქმედება.

1. თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა

ქალბატონებში, რომელთაც ყველაზე ხშირად უწევთ ნერვოლოგთან ვიზიტი და ქრონიკულად უჩივიან თავბრუსხვევას, ვიტამინ B12-ის დონე ნორმაზე გაცილებით დაბალია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რა სახის გავლენა აქვს ციანოკობალამინს ნერვული სისტემის მიელინის გარსზე, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს არა უბრალოდ ნერვების დაზიანება, არამედ კოორდინაციის უნარის სრული დარღვევა, დაკარგვა.

2. თმასთან და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები

თუ თქვენი თმა დღითიდღე კარგავს მიმზიდველობას, მისი საფარი თხელდება, თმის ძირები სუსტდება და ღერები მტვრევადი ხდება, სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის მარაგის შევსებაზე.

3. კუნთების სისუსტე

ციანოკობალამინის უკმარისობა იწვევს საერთო სისუსტეს. თუ თქვენ ქრონიკული დაღლილობა გაწუხებთ და კუნთები დღითიდღე გისუსტდებათ, გახსოვდეთ, ეს ვიტამინ B12-ის დეფიციტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია.

4. სუნთქვის გართულება

ეს ნაკლებად სასიამოვნო სიმპტომი ანემიის ერთ-ერთი შედეგია, რომელსაც ვიტამინ B12-ის დეფიციტი განაპირობებს. ჰემოგლობინის დონის შემცირებისას რთულდება ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესი,  რაც აიძულებს ფილტვებს მაქსიმალური ტემპტით მუშაობას, რათა შეძლოს ორგანიზმის მომარაგება საჭირო რაოდენობით ჟანგბადით.

5. მხედველობის პრობლემები

ვიტამინ B12-ის დეფიციტის მძიმე შემთხვევებში მხედველობის ნერვები და ბადურის სიხლძარღვები ზიანდება, რის შედეგადაც გვერღვევა მხედველობა, გვაქვს თვალებში გაორების ეფექტი და პერიოდულად შეიძლება თავი იჩინოს ხანმოკლე სიბრმავემაც, რომელიც სულ რამდენიმე წამს გრძელდება.

6. მუდმივი დაღლილობა

როდესაც ჰემოგლობინის დონე ნორმაზე დაბალია, თავს იჩენს ჟანგბადის დეფიციტი, რის შედეგადაც ჩვენ მუდამ ქრონიკულ სისუსტეს განვიცდით და სულ დაძინებაზე და დასვენებაზე გვეფიქრება.

7. კანის გაფერმკრთალება

ასეთ დროს სპეციალური ნიღბები ვერაფერს გიშველით! თუ კანის სიფერმკრთალე და სილურჯეების გაჩენა გაწუხებთ, აუციებლად მოიყვანეთ ნორმაში ვიტამინ B12-ის დონე. მის დეფიციტს მივყავართ სისხლის მიმოქცევის დარღვევამდე და სისხლის წითელი უჯრედების ნაწილობრივ განადგურებამდე, რის შედეგადაც სხეულში გამოთავისუფლთება ბილირუბინი – ყვითელი პიგმენტი, რომელიც ჩვენს კანს არაბუნებრივ იერსახეს ანიჭებს.

8. კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება

ეს ვიტამინ B12-ის დეფიციტისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნერვოლოგიური სიმპტომია. ჟანგბდის უკმარისობისა და ნერვების დაბოლოებების დაზიანების შედეგად, ხშირად გვაწუხებს კიდურების დამუჟება და ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნება. გარდა ამისა, თავი შეიძლება იჩინოს კუნთების ხშირმა კრუნჩხვებმაც.

9. მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები

ვერ იხსენებთ ძველი მეგორის სახელს ან მანქანის გასაღებს ჩანთის ნაცვლად მაცივარში დებთ? სასწრაფოდ იზრუნეთ ორგანიზმში ამ ვიტამინის მარაგის შევსებაზე.

10. ენის ცვლილება

პრიალა წითელი ენა – ვიტამინ B12-ის დეფიციტის უტყუარი ნიშანი. ასეთ დროს შეიძლება თავი იჩინოს წვის უსიამოვნო შეგრძნებამაც და გემოს სწორად აღქმის უნარის დაკარგვამ.

11. ხასიათის ცვლილებები

ვიტამინ B12-ის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს დეპრესიული მდგომარეობა, გააძლიეროს მშფოთვარობა და ნერვოზულობა. საქმე იმაშია, რომ მოცემული ვიტამინი თამაშობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ბედნიერების ჰორმონების, სეროტონინისა და დოფანიმინი გამომუშავებაში.

12. ცვლილებები ყნოსვაში

თუ თქვენი საყვარელი სუნამოს სურნელი დღეს ისე აღარ გიზიდავთ, სამაგიეროდ მოგწონთ საღებავების ან ბენზინის სუნი, იცოდეთ, ეს ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დეფიციტის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.

13. გულის პრობლემები

ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, ხშირად თავს იჩენს ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება და სხვა ისეთი პრობლემები, რომლებმაც მომავალში გულ-სისხძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას.

14. სხეულის ტემპერატური მატება

იშვიათ შემთხვევაში ციანოკობალამინის დეფიცტიმტა შეიძლება განაპირობოს პერიოდულად სხეულის ტემპერატურის მატება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემული სიმპტომი ორგანიზმში მიმდინარე ინფექციური პროცესებით იქნება განპირობებული, ვიტამინ B12-ის მარაგის შევსება ზიანს არ მოგიტანთ.

აუცილებლად მიაქციეთ სათანადო ყურადღება ამ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში აუცილაბლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დროული დიაგნოსტიკა და მოქმედება თავიდან აგარიდებთ სავალალო შედეგებს. თუ სტატია მოგეწონათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!