ენდოკრინოლოგი: “ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს, მიირთვით მინიმუმ 1 კვერცხის გული ყოველდღიურად”

1269

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ნერვულ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობაზე. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება ირღვევა, თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ყველაზე ხშირად ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს დისფუნქციისგან 40 წელს გადაცილებული ქალბატონები იტანჯებიან.

ფარისებრი ჯირკვლის ორი უმთავრესი ჰორმონი, ტრიიოდთირონინი (Т3) და თიროქსანი (Т4), შედგება თიროზინისა და იოდისგან. T3 ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონია, ხოლო T4-ის აქტივობა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც T3-ად გარდაიქმნება.

გარდა ტრიიოდთირონინისა და თიროქსანისა, ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჰორმონს, კალცითონინს, რომელიც ხელს გვიწყობს ორგანიზმში კალციუმის ნორმალური, საჭირო დონის შენარჩუნებაში, პასუხისმგებელია მინარელების ცვლის პროცესზე, უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას ძვლის ქსოვილებს, აჩქარებს მათი აღდგენა-რეგენერაციის პროცესს. თუ ამ ჰორმონის დონე ნორმაზე მაღალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვების, პროსტატის, სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიურ დაავადებებზე, ანემიაზე ან ჰიპერპლაზიაზე მიგვანიშნებს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის არ არის დამახასიათებელი ადრეული ნიშნები და სიმპტომები, რის გამოც პრობლემის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ მიზეზის გამო, აუცილებელია რეგულარულად შესაბამისი ზომების მიღება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რაც მარტივად არის შესაძლებელი კვებაში გარკვეული ცვლილებების შეტანით.

კვერცხის გულის სასარგებლო გავლენა ფარისებრი ჯირკვალზე

ისევე როგორც ნებისმიერი ორგანოსთვის, ფარისებრი ჯირკვლის კარგი მუშაობისთვის აუცილებელია რეგულარულად მისი მომარაგება საჭირო ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა მკვებავი ნივთიერებებით. კვერცხის გული სწორედ ის პროდუქტია, რომელიც შეიცავს ძლიან დიდი რაოდენობით ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობისთვისაა აუცილებელი.

1. თიროზინი

ეს არის ამინომჟავა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ცილოვანი საკვებიდან. თიროზინი – კარგი განწყობის ფორმულა, რომელიც გვავიწყებს მშფოთვარებისა და შიშის შეგრძნებას, ხელს გვიწყობს სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში. ქათმის 2 კვერცხი შეიცავს 0,5 გრამ თიროზინსა და 0,7 გრამ ფენილალანინს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს თქვენ აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხის გული.

2. იოდი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სწორედ იოდის დეფიციტია უმთავრესი მიზეზი, რომელიც ბავშვებში ტვინის განვითარების დარღვევას იწვევს. თითოეულმა ადამიანმა ყოველდღიურად აუცილებლად უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით იოდი, რათა ფარისებრი ჯირკვალმა იმუშაოს გამართულად. ერთი კვერცხის გული შეიცავს 12 მგკ იოდს, რაც ზრდასრულ ადამიანებში დღიური ნორმის 8%-ია.

3. სელენი

სელენი – ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რეგულირებისთვის. თუ მისი დონე ორგანიზმში ზედმეტად დაბალია, საკმაოდ ხშირად ვითარდება დარღვევები ჰორმონალურ ფონში, რის შედეგადაც შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ. ერთი კვერცხის გული შეიცავს დაახლოებით 16 მგკ სელენს, რაც ამ ნივთერების დღიური ნორმის 29%-ს შეადგენს.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ორგანოს მუშაობა პირდაპირ არის დაკავშირებული და დამოკიდებული სხვა ჯირკვლების მუშაობაზე და ორგანიზმში მიმდინარე არაერთ ბიოქიმიურ პროცესზე. ნებისმიერი სისტემის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი ორგანიზმის გაუმართაობა, რის გამოც მკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონილია პრობლემის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტიკა.