ბოლო დროს მიიჩნევა, რომ კარაქს სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს. ამბობენ, რომ ამ პროდუქტის ხშირი მოხმარება იწვევს ათეროსკლეროზს. მაგრამ მართებულია თუ არა ეს მტკიცებულება?
კარაქის სასარგებლო თვისებები
კარაქი Е, D, C და А. ვიტამინების წყაროა. А ვიტამინის ასათვისებლად საჭიროა ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც კარაქი შეიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, სტაფილოსგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, ეს ბოსტნეული კარაქთან შეხამებაში უნდა მიირთვათ.
კარაქის ცხიმიმოვანი მჟავები ორგანიზმში მოხვედრისას, ცხიმოვან ქსოვილებზე არ რჩება – სრულიად მიდის ორგანიზმის ენერგოუზრუნველყოფაში. შესაბამისად, კარაქის მიღებისას არ სუქდები, შიმშილის გრძნობა კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაწუხებს.
კარაქი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ეწინააღმდეგება ათეროსკლეროზია და კიბოს განვითარებასაც კი.
კარაქი – იოდის წყაროა, რომელსაც კარგად ითვისებს ორგანიზმი.
ექიმები ურჩევენ კარაქის მიღებას ბავშვებს დიარეის დროსა და დიდებში შეკრულობისას.
კარაქი დიდი ოდენობით К2 ვიტამინს შეიცავს, რომელიც ეწინააღმდეგება კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარებას.
კარაქის კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ინგრედიენტი – ბუტირატი,, ნივთიერება, რომელიც მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ამაღლებს ინსულინისადმი მგრძნობელობას 300%-ით.
უდავოდ, ყველაზე სასარგებლო – შინ მომზადებული ან მაღაზიაში ნაყიდი უმაღლესი ხარისხის კარაქია.