რა იწვევს წყლულების გაჩენას და როგორ დავამარცხოთ პრობლემა მარტივად. ყური უგდეთ ამ ნიშნებს

1296

წყლული – ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება კანზე ან ორგანიზმში არსებულ ლორწოვან გარსებზე. ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილი სოწრედ კუჭისა და ნაწლავების წყლულებია, რომლებიც ძალიან დიდ დისკომფორტთან, ტკივილებთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

წყლულების გაჩენა შეიძლება განაპირობოს ცხოვრების არაჯანსაღმა სტილმა, ჭარბმა სტრესმა, მკაცრმა დიეტებმა და კუჭის წვენის მომატებულმა მჟავიანობამ. ყველაზე ხშირად წყლულების განვითარებას ისეთი ინფექციები პროვოცირებს, რომელთაც ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori) იწვევს.

წყლულების არსებობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ადამიანების ერთ ნაწილში მკვეთრად არის გამოხატული, მეორე ნაწილში კი – შედარებით მსუბუქად. ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებსაც კი, როდესაც პაციენტს, წყლულების არსებობის მიუხედავად, არანაირი სიმპტომი არ აწუხებს.

კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისთვის გავრცელებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • გაზების ფორმირების გაზრდა;
  • ბევრი სითხის მიღების უუნარობა;
  • შიმშილის შეგრძნება მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 1 საათის უკან მივიღეთ საკვები;
  • ღებინების მსუბუქი შეგრძნება (განსაკუთრებით დილის საათებში, გაღვიძებისას);
  • საერთო სისუსტე და ცუდი განწყობა;
  • წონის აუხსნელი კლება.

თუ პრობლემის სამკურნალოდ შესაბამის ზომებს დროულად არ მიიღებთ, წყლულებმა შეიძლება მიგიყვანოთ შინაგან სისხლდენამდე და სხვა ისეთ უსიამოვნო მოვლენებამდეც კი, როდესაც სამედიცინო ჩარევა და დახმარება გადაუდებელი ხდება.

ღებინება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მას სისხლი ახლავს თან, პროგრესირებადი წყლულების არსებობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია. გარდა ამისა, მძიმე წყლულების არსებობის დროს, პაციენტის ფეკალიები ძალიან მუქი შეფერილობისა და ლორწოვანი კონსისტენციის ხდება.

წყლულების განვითარებს მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: 

  1. ადმიანები, რომლებიც ჰელიკობაქტერ პილორით არიან ინფიცირებულები;
  2. პაციენტები, რომლებიც რეგულარულად იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (იბუპროფენი, ასპირინი, ნაპროქსენი);
  3. ადამიანები, რომელთა გენეტიკურ ხეში ხშირია წყლულების არსებობა;
  4. კუჭის წყლულების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგარხართ, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს;
  5. მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ის პაციენტებიც, რომლებიც იტანჯებიან ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების ან მათთან დაკავშირებული დაავადებებისგან;
  6. 50 წელს გადაცილებული პაციენტები.

თუ თქვენ კუჭის წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ საშუალებას და რჩევას, რომელთა დახმარებით თქვენ სწრაფად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას და საგრძნობლად დააჩქარებთ მკურნალობის პროცესს.

  1. მინიმუმამდე შეამცირეთ ნახშირწყლების მიღება;
  2. მიირთვით ძირტკბილას ფესვები რეგულარულად. ასე აღიდგენთ კუჭის ლორწოვან გარსს და შეამცირებთ გაღიზიანებას;
  3. ისწავლეთ პატარა ულუფებით და ხშირად კვება;
  4. მიირთვით ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყალი. გარდა ამისა, გაამდიდრეთ კვების რაციონი ფლავანოიდების შემცველი ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: ოხრახუში, ვაშლი და მოცვი. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ყოველდღიური კვების რაციონში რძის პროდუქტებსაც ჩაამატებთ (განსაკუთრებით კარგია თხის რძე);
  5. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ სტრესის დონე;
  6. დაუყონებლივ შეეშვით მოწევას;
  7. თქვით უარი ალკოჰოლზე (მინიმუმ 1 თვით მაინც);
  8. შეზღუდეთ ციტრუსებისა და ცხარე საკვების მიღება;
  9. ყავის ნაცვლად, მიირთვით გვირილის, ჯანჯაფილის ან პიტნის ჩაი.

თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ. იზრუნეთ თქვენთვს საყვარელ ადამიანებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!