ბუბნოვსკის ახალი, შეიძლება ითქვას საუკეთესო კომპლექსი, რომელიც სახსრებს ბოლომდე გააჯანსაღებს

0
257

იცით თუ არა, რომ ახლა უკვე წარმატებული სამედიცინო მეცნიერი, პროფესორი და ტელეწამყვანი სერგეი ბუბნოვსკი ავტოკატასტროფის შემდეგ 27 წელი ყავარჯნებით დადიოდა? მან შეუძლებელი შეძლო და საკუთარი გამაჯანსაღებელი სისტემის დახმარებით ფეხზე წამოდგომა მოახერხა.

ექიმი ბუბნოვსკის ვარჯიშების კომპლექსი ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზაა. პროფესორი მოგიწოდებთ, ბებიების შარფებზე, გამათბობელ კომპრესებზე, კორსეტებსა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე უარი თქვათ.

„საკუთარი თავის შეცოდება არ ღირს. მხოლოდ ასე შეძლებთ ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში ტკივილის გაქრობასა და ჯანმრთელობის დაბრუნებას“- ამბობს ის. ამ მეთოდით გამოჯანმრთელებული ათასობით მადლიერი პაციენტის შემხედვარე ხვდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა.

„უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მოძრაობაა. ადამიანები ამის შესახებ მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა მოძრაობის შესაძლებლობას კარგავენ და სპეციალისტს მიმართავენ. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიოთ და სიზარმაცის გამო ორგანიზმი საშინელ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ“ – ირწმუნება ბუბნოვსკი.

ექიმის სიტყვებით, ხერხემლის ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორი კუნთებია, რომელთა მეშვეობით ნერვები და სისხლძარღვები გადის. თუ მათთან სწორად იმუშავებთ, შედეგი შთამბეჭდავი იქნება!

ბუბნოვსკის ვარჯიშების კომპლექსი

გთავაზობთ ვარჯიშების მარტივ კომპლექსს, რომელთა დახმარებით არა მხოლოდ ოსტეოქონდროზის და ართროზის, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარებასაც შეძლებთ. ვარჯიშები შეგიძლიათ სახლში, პირდაპირ ლოგინში შეასრულოთ. ყველაზე ზარმაცებსაც კი მოეწონებათ!

1. ტერფისთვის

ამ 3 ვარჯიშის შესრულება კარგია ბრტყელტერფიანობის, პოდაგრას, ტერფის დეზის, კოჭ-წვივ სახსრის ართრიტის, აქილევსის მყესის დაზიანების ან ოპერაციის შემდეგ, ვარიკოზული ვენების გაფართოების, კოჭ-წვივ სახსრის შეშუპების და შაკიკის დროს. თითოეული ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, სანამ მოქმედი სახსრების გახურებას არ იგრძნობთ. თუ ხრაშუნს გაიგონებთ, ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ, ეს მალე გაივლის.

პირველ ვარჯიშს „ბიძგი“ ეწოდება. მის შესასრულებლად ზურგზე დაწექით, ხელები გვერდებზე თავისუფლად გქონდეთ, ფეხები გამართული. ფეხის ცერა თითები მორიგეობით გაჭიმეთ (რაც შეიძლება მაქსიმალურად), შემდეგ მაქსიმალურად თქვენსკენ მოწიეთ. ასე წინ და უკან მოძრაობები შეასრულეთ. შეგიძლიათ ერთდროულად შეასრულოთ, ან ორივე ფეხზე ცალცალკე.

ახლა გადადით მეორე ვარჯიშზე „მეეზოვე“. საწყისი პოზიცია იგივე, როგორც პირველი ვარჯიშის დროს. მორიგეობით ფეხის თითები შეკარით და გვერდებზე მაქსიმალურად გასწიეთ. შეერთების დროს ეცადეთ ცერა თითები საწოლის ზედაპირს დაადოთ.

და ბრუნვა. ტერფები საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ მონაცვლეობით ამოძრავეთ. ამასთან ფეხის ცერა თითებს ყურადღება მიაქციეთ, სწორედ მათი დახმარებით სცადეთ წრე შეკრათ.

2. ახლა მუხლის სახსრის სამკურნალო ვარჯიშზე გადადით „ცოცვა ტერფებით“

ეს ვარჯიში კარგია არა მხოლოდ გასახურებლად, არამედ მუხლის სახსრების ოსტეოართრიტის და მუხლის დაზიანების შემდეგ აუცილებელია. ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ.

საწყისი პოზიცია იგივე, როგორც ტერფების ვარჯიშების დროს. ფეხები გამართული გქონდეთ, ხელები გვერდებზე. მორიგეობით ფეხები მუხლებში მოხარეთ და გამართეთ, თითქოსდა ლოგინზე ცოცავთ. მოხრის დროს ეცადეთ ტერფით დუნდულს შეეხოთ (შეგიძლიათ ხელით დაეხმაროთ, თუმცა ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ბარძაყის კრუნჩხვა).

3. ეს კი, მენჯ-ბარძაყის სახსრის ვარჯიში. შემდეგი ორი ვარჯიში დაგეხმარებათ კოქართროზის, მენჯ-ბარძაყის სახსრის ასეპტური ნეკროზის და ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილების დროს.

ამ ვარჯიშის შესასრულებლად საწყისი, დაწოლილი პოზიციიდან ფეხები მუხლებში მოხარეთ. მორიგეობით ფეხი წინ მაქსიმალურად გამართეთ, თითქმის მენჯის დაჭიმვამდე. ხელებით შეგიძლიათ ზურგი დაიკავოთ.

საწყისი პოზიცია დაწოლილი, ფეხები მხრების გასწრივ და მუხლებში მოხრილი. ხელები ოდნავ გვერდზე გაწეული, ხელისგულებით ქვემოთ. მორიგეობით მოხრილი ფეხები ლოგინის შიგნით დახარეთ – მარცხენა მუხლი მარჯვენა ფეხზე, მარჯვენა მუხლი მარცხენაზე. ვარჯიში „მუხლები კედელზე“ 15-ჯერ შეასრულეთ.

„ნახევარი ხიდი“ დაწეული მენჯის ორგანოების, ყაბზობის, ჰემაროიდის, სწორი ნაწლავის ბზარების დროს ძალიან სასარგებლოა.

ფეხები მუხლებში მოხარეთ და შეაერთეთ. ტერფები ერთმანეთს უნდა ეხებოდეს, ხელები თავისუფლად გვერდებზე გაწეული უნდა გქონდეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვარჯიში საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან ეფექტურია.

ასე რომ, ამოსუნთქვაზე რაც შეიძლება ძლიერად მენჯი ასწიეთ, ამასთან დუნდულების კუნთები რამდენჯერმე შეკუმშეთ.

4. და ბოლოს, ვარჯიში მუცლის პრესისთვის – ვამცირებთ მუცელს

ფეხები მუხლებში მოხრილი, ხელისგულები მუცელზე დაიდეთ. ჩასუნთქვაზე მუცელი გაბერეთ, ამოსუნთქვაზე შეკუმშეთ (ისე, რომ ხელისგულები მუცელთან ერთად ჩაიწიოს). სუნთქვა რამდენიმე წამით გაიჩერეთ დ ა ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ. 20-ჯერ გაიმეორეთ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ ვარჯიშის შესრულების დროს შეიძლება კრუნჩვები იგრძნოთ. არ შეგეშინდეთ, თქვენ სწორ გზას ადგახართ და ვარჯიშის შესრულება გააგრძელეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here