ძლიერი მკურნალი ფანჯრის რაფაზე. 18 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაივიწყოთ სააფთიაქო პრეპარატები

4717

ალოე ვერა – ალოეს ოჯახის წარმომადგენელი სუკულენტური მცენარე, რომლისთვისაც სქელი და მოკლე ღეროებია დამახასიათებელი. ამ მცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ყველაზე ხშირად მას სწორედ სახის კანის მოსავლელად და გასაახალგაზრდავებლად იყენებენ, თუმცა ალოე ვერას სასარგებლო თვისებები მხოლოდ ამით ნამდვილად არ შემოიფარგლება.

მცენარის მოვლა ძალიან მარტივია: ზაფხულში ის უნდა მოვრწყათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგი გამოშრება, ხოლო ზამთარში – დაახლოებით 30 დღეში ერთხელ. შემოდგომის პერიოდში რეკომენდებულია მცენარის გადატანა ახალ ნიადაგში და მისთვის კარგი დრენაჟის უზრუნველყოფა. მცენარის დაზიანება და დაღუპვა საკმაოდ რთულია, მას ხანგრძლივი გვალვის გადატანაც კი მარტივად შეუძლია. ყველაზე დიდ საფრთხეს ალოე ვერასთვის სწორედ ჭარბი ტენი წარმოადგენს.

ალოეს სამკურნალო თვისებები

კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი სამედიცინო ჩანაწერი ალოე ვერას სამკურნალო პოტენციალის შესახებ აღმოჩენილია ებერსის პაპირუსში, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1500 წლით თარიღდება. დღესდღეობით ეს მცენარე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ალოე ვერა უძლიერესი მკურნალია, რომელიც ფანჯრის რაფაზე ქოთანში მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ.

მცენარე შედგება 2 სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ნაწილისგან: რბილობი და წვენი. თუ ამ მცენარეს სამკურნალო დანიშნულებით იყენებთ, უპირატესობა სწორედ ქვედა, ყველაზე სქელ ფოთლებს უნდა მიანიჭოთ. თუ ფოთლის წვეტიანი თავის ოდნავ გამოშრობას შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ მისი რბილობი მაქსიმალურად სასარგებლოა და უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.

გამოყენებამდე მოჭრილი ფოთოლი რამდენიმე დღით უნდა შეინახოთ მაცივარში და შემდეგ გარეცხოთ თბილი ანადუღარი წყლით.

გარდა რბილობისა, ძალიან სასარგებლოა ალოეს წვენიც. ის ბაქტერიციდული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც დამღუპველი გავლენა აქვს მიკრობებზე: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირები და ა.შ. ეს წვენი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმით, გოგირდით, ქრომით, მაგნიუმით, თუთიით, С, A, E, B1, B2, B6, B9 და B12 ვიტმაინებით.

ალოე ვერა გარეგანი გამოყენებისთვის

1. ახორცებს წყლულებს და საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას ეგზემის დროს.

2. ამშვიდებს დერმატიტს.

3. გვაშორებს აკნესა და ძირმაგარებს.

4. აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს დამწვრობის შემდეგ.

5. გვეხმარება ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობაში.

6. შეიცავს დიდი რაოდენობით ალანტოინს, რის ხარჯზეც ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის სათანადოდ დასატენიანებლად.

7. ამცირებს ნაოჭებს ზომაში და აღადგენს კანის ჯანსაღ სტრუქტურას.

8. ამცირებს შეშუპებასა და ქავილის შეგრძნებას, რომელიც მწერების ნაკბენითაა გამოწვეული.

9. ხელს გვიწყობს სიმელოტისა და ქერტილს დამარცხებაში. ალოეს წვენისა და თაფლის კომბინაცია უბრუნებს თმას სასიცოცხლო ძალას.

10. სწრაფად ახორცებს ჭრილობებს.

11. ხელს გვიწყობს იარებისა და ნაწიბურების გაგლუვებაში, გვაშორებს სტრიებს.

ალოე ვერა შინაგანი გამოყენებისთვის

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

2. არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

3. ამარცხებს კუჭის გაღიზიანებას, გულძმარვას, არაჩვეულებრივია კოლიტის დროს.

4. აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

5. ხელს გვიწყობს დაზიანებული ღრძილების აღდგენაში.

6. ამცირებს ანთებას ართრიტის დროს.

7. აუმჯობესებს საშარდე გზების ფუნქციონირებას.

დიახ, ყველა ეს სასარგებლო თვისება მხოლოდ ერთი უბრალო მცენარისთვისაა დამახასიათებელი, რომელსაც ალოე ვერას სახელწოდებით ვიცნობთ და ის მარტივად შეგვიძლია გავზარდოთ ფანჯრის რაფაზე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი სტატია მოგეწონათ და ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ ასეა, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!