ექიმი სკალპერის გარეშე. გამოიყენეთ კალანჰოე სწორად და გათავისუფლდით არაერთი პრობლემისგან

14697

კალანჰოე სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებითა და მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, იმუნომასტიმულირებელი, ინსექტიციდური და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით.

გარდა იმისა, რომ ხალხურ მედიცინაში მოცემული მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას საკმაოდ ხშირად იყენებენ ფარმაცევტულ ინდუსტრიაშიც სხვადასხვა პრეპარატების დასამზადებლად. კალანჰოეზე დაფუძნებული პრეპარატები გამოიყენება:

  • ჭრილობების შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად;
  • იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • ანთებითი პროცესების ჩასახშობად;
  • სისხლდენის შესაჩერებლად;
  • ენტეროკოლიტის, წყლულების, დამწვრობის და ნახეთქების მოსაშორებლად;
  • ტუბერკულოზის, ანგინის, ლარინგიტის, რინიტის, ჰაიმორიტის, ბრონქიტისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.

ხალხური მედიცინის რეცეპტები კალანჰოეს გამოყენებით

1. სისხლდენის შეჩერება და ტკივილის გაყუჩება

მოაჭერით მცენარეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფაფისებრი მასისგან გამოწურეთ წვენი, ხოლო ფაფა შეახვიეთ მარლაში და მიიდეთ სხეულის დაზიანებულ ნაწილზე. ასე თქვენ სწრაფად შეიჩერებთ სისხლდენას და გაიყუჩებთ ტკივილს.

2. ვენების ვარიკოზის მკურნალობა

დააუქცმაცეთ კალანჰოეს ფოთლები, მოათავსეთ პატარა თასში და დაასხით მდუღარე წყალი. თასი დადგით ცეცხლზე და ნარევი ხარშეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. მიღებული სითხე უნდა მიირთვათ 100 მილილიტრის ოდენობით დღეში სამჯერ.

ამავე ნაყენით მკურნალობენ ტუბერკულოზს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით დაავადებებს და ქალურ პრობლემების. ნახარშით შეგიძლიათ ჩირქიანი ჭრილობების დამუშავებაც.

3. პირის ღრუს პრობლემები

მოცემული საშუალება ახშობს ღრძილების ანთებით პროცეს, კურნავს ყელის დაავადებებს და აყუჩებს კბილის ტკივილს. მოაჭერით ალოეს ფოთოლი, წვრილად დაჭერით და კარგად გამოწურეთ წვენი. მიღებული წვენს დაუმატეთ 200 მლ წყალი და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. მიიღეთ ის 50 მილილიტრის ოდენობით დღეში 4-ჯერ.

4. რინიტი და ჰაიმორიტი

2 წვეთი კალანჰოეს ახლადგამოწურული წვენი ჩაიწვეთეთ ორივე ცხვირის ნესტოში დღეში რამდენჯერმე.

5. ეგზემა, გამონაყარი, დერმატიტი

რეკომენდებულია დღის განმავლობაში რამდენჯერმე სხეულის დაზიანებული მონაკვეთების დამუშავება კალანჰოეს ახლადგამოწურული წვნეით.

6. სტომატიტი, ღრძილების ანთება

გამოწურეთ წვენი კალანჰოესგან და შეიზილეთ ის ღრძილებსი დღეში სამჯერ. გარდა ამისა, რეკომენდებულია ყოველ დილას თბილი წყლისა და კალანჰოეს წვენის ნარევის გამოვლება პირის ღრუში.

7. ჰემატომა, სილურჯე, სახსრების ტკივილი

კალანჰოეს ახლადგამოწურული წვენი (დაახ. 40 გრამი) შეურიეთ 50 გრამ ღორის გამდნარ ქონში, კარგად გადაურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მზა ნარევით რეგულარულად დაიმუშავეთ სხეულის დაზიანებული მონაკვეთები.

8. პაროდონტოზი, ოტიტი

30 გრამ ახლადგამოწურულ წვენში ჩაამატეთ 2 გრამი სამედიცინო სპირტი ან 5 გრამი არაჟი, კარგად გადაურიეთ. გამოიყენეთ მზა საშუალება ყურის წვეთების სახით.

9. ვენების ვარიკოზი

ნახევარ ლიტრიანი ბოთლი გაავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული, ხორცსაკეპში გატარებული ფოთლებით და შეავსეთ სამედიცინო სპირტით. ბოთლს კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში, პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ. სხეულის პრობლემური მონაკვეთები კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით რეგულარულად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 60 დღე.

10. მეჭეჭები

კარგად დააქუცმაცეთ კალანჰოეს ფოთოლი და მიღებული ფაფისებრი მასა დაიდეთ მეჭეჭზე, ზემოდან დაიფინეთ პარკი და დაიფიქსირეთ დოლბანდით. მოიხსენით სახვევი 2 საათში.

უკუჩვენებები

კალანჰოეს გამოყენება უკუჩვენებითია ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობისა და ბავშვის მკერდით გამოკვების დროს. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ამ მცენარის სამკურნალო მიზნით გამოყენება ბავშვებში.