რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა შევაგროვოთ კვერცხის ნაჭუჭი და როგორ მოვამზადოთ მისგან სამკურნალო ფხვნილი

2039

კვერცხის ნაჭუჭის 90% მაღალხარისხიანი კალციუმისგან შედგება. მასში საკმაოდ მაღალია კალიუმის, რკინის, მაგნიუმისა და ფოსფორის შენაერთების შემცველობაც. კალციუმს, რომელსაც კვეცხის ნაჭუჭისგან ვიღებთ, გაცილებით მარტივად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ვიდრე სხვადასხვა სპეციალურ სამედიცინო და სააფთიაქო პრეპარატებს.

მოცემული პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობებს უხსოვარი დროიდან ფლობდნენ. კალციუმით გაჯერებული ეს ფხვნილი წარმოადგენს მრავალი ხალხური რეცეპტის უმთავრეს ინგრედიენტს, რაც მისი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებითაა განპირობებული.

თუ კვერცხის ნაჭუჭს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ ოსტეოპოროზისა და ყველა იმ დაავადების თავიდან არიდებას, რომელსაც წინ კალციუმის დეფიციტი უძღვის.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მივიღოთ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი რეგულარულად: 

  • ის დაარეგულირებს სისხლის წნევას;
  • შეამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  • თავიდან აგარიდებთ ოსტეოპოროზის განვითარებას;
  • დაამარცხებს გულძმარვას;
  • გამოდევნის ორგნაიზმიდან რადიონუკლიდებს;
  • ამცირებს ალერგიულ რეაქციებს;
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში;
  • აუმჯობესებს ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას;
  • კურნავს შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს;
  • არაჩვეულებრივია ბავშვებში რაქიტისა და ანემიის პროფილაქტიკისთვის.

როგორ მოვამზადოთ ფხვნილი კვერცხის ნაჭუჭისგან

არ აქვს მნიშვნელობა, თეთრია თუ ყავისფერი კვერცხის ნაჭუჭი, სამკურნალო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სოფლის ნებისმიერი კვერცხი. ფრთხილად გატეხეთ ნაჭუჭი, გადაღვარეთ შიგთავსი და კარგად გარეცხეთ ის. ნაჭუჭი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით. მოხარშულ ნაჭუჭს მოაშორეთ თხელი აპკისებრი მასა, რომელიც მას შიგნიდან აკრავს და დაფქვით ყავის საფქვავის, ბლენდერის ან სანაყის გამოყენებით. მზა ფხვნილი აუცილებლად უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას ისეთ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

1 წელს ზემოთ ბავშვებში რეკომენდებულია ყოველდღიურად ერთი მწიკვი კვერცხის ნაჭუჭის მიღება. ასე შესაძლებელია კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და ბავშვის ჯანსაღი ზრდის პროცესის სტიმულირება.

7 წელს ზემოთ ბავშვებში ულუფა ნახევარ ჩაის კოვზამდე იზრდება. 14 წლიდან ზემოთ კვერცხის ნაჭუჭი ყოველდღიურად 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით უნდა მივიღოთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!