უბრალო სტაფილო კურნავს ბრონქიტს, ლარინგიტს, ინფარქტსა და სტენოკარდიას. გასწავლით მის სწორად გამოყენებას

2276

სტაფილოს მდიდარი შემადგენლობისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ეს არის ბოსტნეული, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიმზე და ჯანმრთელობაზე.

გარდა კვების რაციონის სტაფილოთი გამდიდრებისა, აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. თუ ამ ინფორმაციით შეიარაღდებით, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები აღარ შეგაშინებთ.

როგორ გამოვიყენოთ სტაფილო სამკურნალოდ?

1. ხველის, გაციებისა და ბრონქიტის დროს

დაახლოებით ნახევარ ლიტრ მდუღარე რძეში ჩაამატეთ 3 სუფრის კოვზი გახეხილი სტაფილო და ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. მზა სასმელი დააყოვნეთ 30 წუთით და შემდე გაყავით 3 თანაბარ ულუფად. მიირთვით ის დილით, საღამოს და დაძინების წინ.

2. ტროპიკული წყლულები

აიღეთ საშუალო ზომის სტაფილო, გაასუფთავეთ კანისგან და გარეცხეთ მდუღარე წყლით. გახეხეთ ის წვრილად პლასტმასის სახეხზე და მიღებულ ფაფას დაუმატეთ დაახლოებით 7 წვეთი თევზის ქონი, შემდეგ კარგად გადაურიეთ.

წაუსვით ეს საშუალება მარლაზე საშუალო სისქის ფენად, დაიფინეთ პრობლემურ ადგილზე და დაიფქისირეთ დოლბანდით ან პლასტირით. შეიცაველთ სახვევი ყოველ 24 საათში ერთხელ. მოიქეცით ასე სრულ განკურნებამდე.

3. მიოკარდიუმის ინფარქტი

დღეში 2-ჯერ უნდა მიირთვათ ნახევარ ჩაის ჭიქა სტაფილოს ახლადგამოწურულ წვენში დამატებული 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

4. სტენოკარდია

1 სუფრის კოვზ სტაფილოს თესლს დაასხით 1 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოგით ცეცხლიდან დუღილის დაწყებიდან 1 წუთში. დააყოვნეთ სასმელი 2 საათით. მიირთვით ის 3 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

5. ბრონქიტი და ლარინგიტი

1 ჩაის ჭიქა სტაფილოს ახლადგამოწურულ წვენში ჩაამატეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად გადაურიეთ. მიირთვით მზა საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

უკუჩვენებები:

ნედლი სტაფილოსა და მისი წვენის მირთმევა უკუჩვენებითია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კოლიტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადებებისა და კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს.

ამ ბოსტნეულის მირთმევა გეკრძალებათ იმ შემთხვევაშიც, თუ დიაბეტის მძიმე ფორმით ხართ დასნებოვნებული. სტაფილოს ჭარბმა მოხმარებამ ბავშვებში შეიძლება განაპირობოს სხეულის ტემპერატურის მატება, ღებინების შეგრძნება, ოფლიანობა, გამონაყარი და კანის მსუბუქად გაყვითლებაც კი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!