10 ცვლილება, რომელიც თქვენს ორგანიზმში წარიმართება, როდესაც დღეში 1 ჭარხალს მიირთმევთ

16626

ჭარხალი – ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე.

მისი წითელი შეფერილობა განპირობებულია ჭარხალში შემავალი ფიტოქიმიური ნივთიერებით, რომელსაც ბეტაციანინის სახელწოდებით ვიცნობთ. ვიტამინების, მინერალებისა და სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ჭარხალი წმენდს ჩვენს სისხლს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

რკინა, რომელსაც ჭარბად შეიცავს მოცემული ბოსტნეული, ძალზედ მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. სწორედ ის იღებს აქტიურ მონაწილეობას სისხლის წითელი უჯრედების, თრომბოციტების ფორმირებაში.

ერთი ჩაის ჭიქა (დაახ. 200 მლ) ჭარხლის წვენი შეიცავს:

  • 58 კალორიას;
  • 0 გრამ ცხიმებს;
  • 0 გრამ ქოლესტერინს;
  • 106 მგ ნატრიუმს;
  • 13 გრამ ნახშირწყლებს;
  • 4 გრამ უჯრედისს;
  • 9 გრამ შაქარს;
  • 2 გრამ ცილას;
  • 148 მკგ ფოლატს;
  • 6 მგ C ვიტამინს;
  • 0.1 მგ ვიტამინ B6-ს;
  • 0.01 მკგ თიამინს;
  • 0.1 მგ რიბოფლავინს;
  • 0.5 მგ ნიაცინს;
  • 0.2 მგ პანთოტენის მჟავას;
  • 0.4 მგ მაგანუმს;
  • 442 მგ კალიუმს;
  • 31 მგ მაგნიუმს;
  • 1 მგ რკინას;
  • 54 მგ ფოსფორს;
  • 0,5 მგ თუთიას;
  • 21 მგ კალციუმს.

როგორც ხედავთ, ჭარხალი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების საოცრად მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია. შესაბამისად, თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ არაერთი უპირატესობის მიღებას.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ნედლი ჭარხალი ან მისი წვენი რეგულარულად :

1. სისხლის წნევა

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, ჭარხალი არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს სისხლს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს წნევას.

2. ყაბზობა

უჯრედისით მდიდარი ჭარხალი ამარტივებს დეფეკაციის პროცესს და ხელს გვიწყობს ყაბზობის დამარცხებაში.

3. წმენდს ღვიძლს

ჭარხლის კიდევ ერთი ღირებული თვისება – ღვიძლის უჯრედულ დონეზე გაწმენდის უნარი. თუ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ეს სწორედ ის ბოტნეულია, რომელიც რეგულარულად უნდა მიირთვათ.

4. გვიცავს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაზიანებისგან

როგორც უკვე ვახსენეთ, მოცემული ბოსტნეული ეფექტურად წმენდს ჩვენს სხეულს, მათ შორის ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. რეგულარულად ჭარხლის მირთმევით თქვენ შეძლებთ ჰეპატიტის, სიყვითლისა და საკვებით მოწამვლის პრევენციას.

5. ქერტლი

თუ ეს უსიამოვნო პრობლემა თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, გთავაზობთ მარტივ გამოსავალს. მცირეოდენ ჭარხლის წვენს დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით ვაშლის ძმარი, კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანში. 15 წუთის შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნის გამოყენებით.

6. კუჭის წყლული

თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, მიირთვით ყოველდღიურად 1 ჩაის ჭიქა ჭარხლის ნატურალური წვენისა და რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლის ნარევი.

7. აციდოზი

რეგულარულად ნედლი ჭარხლის ან მისი წვენის მირთმევით შესაძლებელია აციდოზის, ანუ ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევის თავიდან არიდება.

8. ვენების ვარიკოზული გაგანიერება

როგორც ვახსენეთ, ჭარხლის წვენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და უბრუნებს მათ მოქნილობას. სწორედ აქედან გამოდმინარე, თუ ვენების ვარიკოზის თავიდან არიდება ან უკვე არსებული პრობლემის მკურნალობა გსურთ, რეგულარულად მიირთვით ნედლი ჭარხალი.

9. ანემია

რკინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ჭარხალი თავიდან გვარიდებს ანემიას. მოცემული ბოსტნეულის რეგულარულად მირთმევით, თქვენ გააუმჯობესებთ შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების პროცესს.

10. თირკემელების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

სტაფილოსა და ჭარხლის წვენის კომბინაცია – საშუალება, რომელიც წმენდს და აუმჯობესებს თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ სხვადასხვა სერიოზული დაავადებების პრევენციას.

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა ისეთი იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, როგორიც ჭარხალია, არა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!