4 საშინაო საშუალება, რომელიც კბილის ნადებსა და ქვას უკვალოდ გააქრობს

53200

ლამაზი ღიმილი – ჩვენი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი კბილები ყოველთვის შეუდარებლად თეთრი, ქათქათა და ლამაზი შესახედაობის იყოს. უსიამოვნო სუნის, ღრძილების დაავადებებისა და კარიესის პროფილაქტიკა მარტივად არის შესაძლებელი რამდენიმე ძალიან ეფექტური საშინაო საშუალების დახმარებით, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

თუ თქვენი კბილები უსიამოვნო ნადებითაა დაფარული, აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები დროულად, რათა ეს მასები არ გამკვრივდეს და გაცილებით სერიოზულ პრობლემაში, კბილის ქვაში არ გადაიზარდოს. ყვითელი ნადები შეიძლება იქცეს ღრძილების დაავადებებისა და ანთებითი პროცესების გამომწვევ მიზეზადაც. ღრძილების ანთება – ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გინგივიტის სახელწოდებით ვიცნობთ.

ყველა ჩამოთვლილ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით სახლის პირობებში, თუ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი 4 ძალიან ეფექტური საშინაო საშუალებიდან დახმარებისთვის ერთ-ერთს მაინც მიმართავთ. არ გადადოთ მკურნალობა – ასე პრობლემამ გაცილებით რთული სახე და ფორმა შეიძლება შეიძინოს, რის შედეგადაც სტომატოლოგიური ჩარევა გარდაუვალი გახდება.

როგორ მოვიშოროთ ნადები, კბილის ქვა და უსიამოვნო სუნი 

რეცეპტი №1

შემადგენლობა: ანისი, პიტნის ზეთი, ლიმონი, წყალი.

ინსტრუქცია: ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ ყველა ინგრედიენტი რამდენიმე წვეთის ოდენობით, მოურიეთ და კარგად გამოივლეთ პირის ღრუში. ჩაიტარეთ პროცედურა დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

რეცეპტი №2 

შემადგენლობა: ½ ჭიქა როზმარინი, ერთი ჩაის ჭიქა ნედლი პიტნა, 2 ჩაის ჭიქა წყალი.

ინსტრუქცია: მიიყვანეთ წყალი დუღილამდე, დაუმატეთ პიტნა, როზმარინი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და მიღებული სითხე კარგად გამოივლეთ პირის ღრუში. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად უსიამოვნო ნადების სრულ გაქრობამდე.

რეცეპტი №3 

შემადგენლობა: 7 ს.კ. ქოქოსის ზეთი, 7 ს.კ. საჭმელი სოდა, ½ ს.კ. სტევია, ჩაის ხის ან მიხაკის ეთერზეთი.

ინსტრუქცია: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში (შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენება, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია). მზა ნარევი გამოიყენეთ ყოველდღიურად ჩვეულებრივი კბილის პასტის ნაცვლად.

რეცეპტი №4

შემადგენლობა: მხოლოდ ქოქოსის ზეთი!

ინსტრუქცია: რამდენიმე სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ჩაიგუბეთ პირის ღრუში დაახლოებით 15 წუთით. თუ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, უსიამოვნო ნადებისა და კბილის ქვისგან კვალიც კი აღარ დარჩება.

სტატიაში წარმოდგენილი ოთხივე საშინაო საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!