ჯანმრთელობის 12 პრობლემა, რომელსაც უბრალო ჭარხალი კურნავს

4817

ჭარხალი – ბოსტნეული, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ჯერ კიდევ საკმაოდ შორეულ წარსულში მას აქტიურად იყენებდნენ ხალხლურ მედიცინაში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მუქი წითელი შეფერილობის ეს ბოსტნეული წარმოადგენს არაერთი ხალხური რეცეპტის განუყოფელ ნაწილს, რადგან მას აქვს დადებითი გალვენა ჩვენი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე, რაც მასში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებითაა განპირობებული.

ჭარხალი მდიდარია იოდით, თუთიით, საპონინებით, მაგნიუმით, ქლორით, ფლავანოიდებით, ბეტაინით, კალციუმით, ნიტრიტებითა და ნატრიუმით – ყველა ეს ნივთიერება და ელემენტი აუცილებელია მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული და ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თუ თქვენი უძილობა, იმუნიტეტის დასუსტება, ანემია, ათეროსკლეროზი, მაღალი წნევა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან დიაბეტი გაწუხებთ, ჭარხალი სწორედ ის პროდუქტია, რომლითაც კვების ყოველდღიური რაციონი უნდა გაამდიდროთ. ყველა ჩამოთვლილი პრობლემის დროს ეს ბოსტნეული საგრძნობლად გვიმსუბუქებს და გვიუმჯობესებს მდგომარეობას. შარდის წითლად შეფერვა – ერთადერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ჭარხლის რეგულარული მოხმარებისთვისაა დამახასიათებელი.

რატომ უნდა მივირთვათ ჭარხალი რეგულარულად?

1. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში

რეგუალრულად ჭარხლის მირთმევით თქვენ შეძლებთ სისხლის მიმოქცევის პროცესის სტიმულირებას თავის ტვინის სისხლძარღვებში.

2. წმენდს ღვიძლს

ჭარხალი სწორედ ის ბოსტნეულია, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ღვიძლს და აქვს ძალიან დადებითი გავლენა ამ ორგანოს მუშაობაზე, რაც მასში დიდი რაოდენობით შემავალი ბეტაინის დამსახურებაა.

3. მენსტრუაციული საკითხები და მენოპაუზა

წითელი ჭარხალი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით რკინას – ელემენტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სისხლის ახალი უჯრედების ფორმირებაში. თუ ჭარხალს ან ამ ბოსტნეულის ახლადგამოწურულ წვენს რეგულარულად მიირთმევთ, საგრძნობლად შეიმსუბუქებთ მდგომარეობას პრობლემური მენსტრუაციული ციკლისა და მენოპაუზის დროს.

4. თავიდან გვარიდებს კიბოს

სხვადასხვა სამედიცინო კვლევებით დამტკიცებულია, რომ მოცემული ბოსტნეული ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს ორგანიზმში და სტიმულირებს ახალი, ჯანსაღი უჯრედების ფორმირების პროცესს.

5. არეგულირებს წნევას

ნიტრიტების შემცველობის ხარჯზე, ჭარხალი არეგულირებს სისხლის წნევას. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ ჰიპერტონიკი ხართ, აუცილებლად შეიყვარეთ ჭარხალი!

6. ახშობს ანთებას

ჭარხალი ებრძვის ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით და ამაღლებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

7. ამარცხებს ყაბზობას

ჭარხლის წვენი აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რის ხარჯზეც თავიდან ვირიდებთ ყაბზობას.

8. ანემია

წითელი ჭარხალი არაჩვეულებრივი პროდუქტია ანემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის საკმაოდ დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

9. გვმატებს ძალასა და ენერგიას

ჭარხლის წვენის რეგულარულად მირთმევით, იზრდება კუნთების ტონუსი და მათი ამტანიანობა. თუ თქვენ სპორტსმენი ხართ და ყოველდღიურად უზარმაზარ ენერგიას ხარჯავთ, აუცილებლად მიირთვით ჭარხლის წვენი.

10. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

მოცემული ბოსტნეული შეიცავს ფოლატს – ნივთიერება, რომელიც ხელს გვიწყოვს პატარა ზომის ნაოჭების გაგლუვებაში და აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს კანზე.

11. გვიუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და განყობას

ბეტაინისა და ტრიპტოფანის შემცველობის ხარჯზე, ჭარხლის წვენი ამშვიდებს ჩვენს გონებას და ამარცხებს დეპრესიას.

12. არაჩვეულებრივია ფეხმძიმეთათვის

ფოლატისა და ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ეს ბოსტნეული ეხმარება ნაყოფს სრულფასოვნად განვითარებაში.

იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ ბოსტნეულისგან, მიირთვით მისი ახლადგამოწურული წვენი რეგულარულად. რა თქმა უნდა, მოხარშული ჭარხალი არაჩვეულებრივია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა თერმული დამუშავების შედეგად, მასში სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ნაწილი ნადგურდება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!