ხელების დაბანვის ერთადერთი სწორი ინსტრუქცია, რომელიც დაგიცავთ კორონავირუსისგან

2450

ბავშვობაში ჩვენი მშობლები დღის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ გვიმეორებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების რეგულარულად დაბანვა, განსაკუთრებით კი გარედან სახლში დაბრუნებისას და ჭამის წინ.

რატომ არის ასეთი მნშივნელოვანი ეს მარტივი პროცედურა? გარდა იმისა, რომ ჰიგიენის ამ მინიმალური ნორმის დაცვა თავიდან გვარიდებს ორგანიზმში ჭიებისა და პარაზიტების მოხვედრას, ხელების ხშირად დაბანვა აუცილებელი პირობაა მრავალი ინფექციისა და ვირუსის პროფილაქტიკისთვის.

როგორც აღმოჩნდა, ისეთი მარტივი პროცედურის ჩატარების დროსაც კი, როგორიც ხელების საპნით დაბანვაა, ადამიანების 90% არაერთ შეცდომას უშვებს. სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციების პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, დაიცვათ გარკვეული წესები და რეკომენდაციები ხელების დაბანისას – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ უსარგებლო რუტინაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხელების რეგულარულად დაბანვასა და დეზინფიცირებას ასახელებს კორონა ვირუსის პროფილაქტიკისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ზომად და გვთავაზობს ერთადერთ სწორ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩავიტაროთ ეს მარტივი პროცედურა, რათა გავანადგუროთ ხელების კანის ზედაპირზე არსებული მავნე ბაქტერიებისა და მიკრობოების 99%-ზე მეტი.

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად

  1. გადაივლეთ ხელებზე სასურველი ტემპერატურის წყალი.
  2. ნებისმიერი სახეობის საპნით (იქნება ეს თხევადი თუ მყარი საპონი) კარგად აიქაფეთ ხელები.
  3. ჯერ დაიმუშავეთ ხელისგულები, წარმოქმნილი ქაფი გაინაწილეთ მთელ ზედაპირზე და სათითაოდ დაიმუშავეთ ყველა თითი.
  4. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ ხელები.

ხელების სწორად დაბანის დეტალური ინსტრუქცია: 

ხელების დაბანის საშუალო ხანგრძლივობა 20 წამია. თუ ამ პროცედურას ნაკლებ დროს დაუთმობთ, შედეგიც ნაკლებად სასიამოვნო იქნება.

როდის დავიბანოთ ხელები? 

  • ყოველთვის საპირფარეშოდან გამოსვლისას;
  • საჭმლის მზადების დაწყებამდე;
  • ნედლ პროდუქტებთან კონტაქტის შემდეგ;
  • ჭამის წინ;
  • ყოველ ჯერზე დაცემინებისა და დახველების შემდეგ;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ;
  • ნაგვის გადაყრის შემდეგ;
  • სახლის დალაგება-დასუფთავების შემდეგ;
  • დაზინაებული კანის დამუშავების წინ და დამუშავების შემდეგ.

თუ ხელების ხშირად დაბანის საშუალება უბრალოდ არ არსებობს, გამოიყენეთ სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებშიც სპირტის მინიმალური შემცველობა 60%-ია.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!