მიხაკი – მთელი მსოფლიოს მასშტბით ძალიან პოპულარული სანელებელი, რომელიც გარდა კერძებისათვის გემოვნური თვისებების გაუმჯობესებისა და მათთვის საოცარი არომატის მინიჭებისა, ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მიხაკს საკმაოდ ხშირად ვხვდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად, როდესაც აფთიაქები და სააფთიაქო პრეპარატები საერთოდ არ არსებობდა.
თითქის ყველა დიასახლისის სამზარეულოში ვხვდებით მიხაკის ხის გაუკვირტავი და გამხმარი კოკრებით სავსე ქილას, რომელსაც სუნელ-სანელებლად ვიყენებთ.
მიხაკის ქიმიური შემადგენლობა
მოცემული სანელებლის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე მასში შემავალი დიდი რაოდენობით ვიტამინებით, მინერალებითა და ეთერზეთებით არის განპირობებული.
ბეტა-კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, E ვიტამინით (ტოკოფეროლი), K ვიტამინით (ფილოჰინონი), კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, მანგანუმით, გოგირდითა და თუთიით მდიდარი მიხაკი არაჩვეულებრივია არაერთი პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და მრავალი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკისათვის.
საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მიხაკი ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის ცხიმოვან მჟვებსაც. მიხაკის ერთი გამხმარი კოკორი 20%-ით ეთერზეთებისაგან შედგება, რომელთაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.
მიხაკის 7 ღირებული თვისება:
- ბაქტერიციდული – ანადგურებს მავნე ბაქტერიების დიდ ნაწილს;
- ანტიჰელმინთური – ანადგურებს ჩვენს სხეულში ბანადარ პარზიტებს, ჭიებსა და კვერცხებს;
- ფუნგიციდური – ეფექტურად ებრძვის სოკოვან ინფექციას;
- ტკივილგამაყუჩებელი – ამცირებს ტკივილს;
- სპაზმოლიტიკური;
- ვეტროგენული;
- ანტიკანცეროგენული.
მიხაკი ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმების დიდ ნაწილს, მათ შორის: ოქროსფერ და თეთრ სტაფილოკოკს, დიფტერიის ჩხირებს, ციმბირის წყლულების ამღგზნებებს, ტუბერკულოზის ჩხირებს და ა.შ.
მიხაკის რეგულარული მოხმარების შედეგად, სტიმულირდება კუჭის წვენის გამომუშავების პროცესი, რაც ძალიან სასარგებლოა დაბალი მჟავიანობისა და მადის დაქვეითების დროს. რაც შეეხება კუჭის მომატებულ მჟავიანობასა და წყლულოვან დაავადებებს, ამ შემთხვევაში მოცემული სანელებელი უკუჩვენებითია.
საკმაოდ ხშირად იყენებენ ამ ჩხირებს ხალურ მედიცინაში მსხვილი ნაწლავის ანთების (კოლიტი), კოლიკისა და მეტეორიზმის სამკურნალოდ.
ამ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტისაგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, ჩაღეჭეთ ერთი ან ორი გამხმარი კოკორი დილის საათებში, უზმოზე. რამდენიმე წუთის შემდეგ დააყოლეთ ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!