როგორ მოვირჩინოთ ფრჩილის სოკო 1 თვეში მარტივი საშინაო საშუალებებით

4884

ფრჩხილის სოკო – სოკოვანი ინფექციის ტიპი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც სოკოს დერმატოფიტი იწყებს ზრდას ფრჩხილის ქვეშ. ამ დროს ჩვენი ფრჩხილი სქელდება, იძენს მოყვითალო შეფერილობას და ხდება მტვრევადი.

თუ ინფექცია გავრცელებულია და კარგად არის მოდებული, შეიძლება დაიწყოს ფრჩხილისა და კანის განცალკევების პროცესიც კი, რაც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული.

სხვა მრავალ მიზეზს შორის, სოკოვანი ინფექციის გამომწვევი ორი ძირითადი ფაქტორი არასწორი ჰიგიენა და სუსტი იმუნიტეტია.

როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოვან ინფექციას?

გირჩევთ, სააფთიაქო აბების მიღების ნაცვლად, რომელთათვის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, გამოიყენოთ ეს საშინაო საშუალებები, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

1. ვაშლის ძმარი

ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებით გამორჩეული ვაშლის ძმარი გვიწყობს ხელს ფრჩხილის სოკოს დამარცხებაში.

შეურიეთ წყალი და ძმარი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მიღებულ ნარევში მოათავსეთ ფეხები 30 წუთით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა რაც შეიძლება ხშირად სოკოვანი ინფექციის სრულ განადგურებამდე.

გახსოვდეთ, რომ ასეთი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ ფეხები ყოველთვის მაქსიმალურად კარგად უნდა შეიმშრალოთ, რადგან ტენიანი გარემო წარმოადგენს ხელსაყრელ პირობას ინფექციის ზრდისთვის.

არაჩვეულებრივი იქნება, თუ გამოიყენებთ შემდეგ ნაზავსაც: 2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარში დაამატეთ იმ რაოდენობით ბრინჯის ფქვილი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა, რომელიც კარგად უნდა შეიზილოთ ფჩხილებზე და გაიჩეროთ 15-20 წუთით.

2. ნატრიუმის ბიკარბონატი, იგივე საჭმელი სოდა

მართალია, საჭმელ სოდას არ გააჩნია სოკოვანი ინფექციის განადგურების უნარი, თუმცა ის ახშობს და აფერხებს სოკოს ზრდისა და გავრცელების პროცესს.

2 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. კარგად წაისვით ის დაინფიცირებულ ფრჩხილებზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.

3. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ანადგურებს ფრჩხილის სოკოვან ინფექციას.

გაიწმინდეთ დაინფიცირებული ფრჩხილი სპირტით და შემდეგ კარგად დაიმუშავეთ ის რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ 2 თვის განმავლობაში, რათა ინფექცია ბოლომდე განადგურდეს.

4. ლისტერინი

ჩაის ხის ზეთის მსგავსად, ლისტერინი მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ლისტერინი და ვაშლის ძმარი, ჩაალბეთ მასში ბამბა და დაიფინეთ დაინფიცირებულ ფრჩილზე 45 წუთით. პროცედურის შემდეგ გაიხეხეთ ფრჩხილი კბილის ძველი ჯაგრისით და გადაივლეთ წყალი.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში, რათა ფრჩხილის სოკო განადგურდეს.

5. ქოქოსის ზეთი

მოცემული პროდუქტი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მოქმედებს ბუნებრივი ფუნგიციდების სახით.

წაისვით ფრჩხილზე ქოქოსის ზეთი და დაელოდეთ მის სრულ შეწოვას. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

ყველა ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!