როგორ დავუბრუნოთ სიცოცხლე გახმობის პირას მყოფ ოთახის მცენარეებს

12962

ქოთნის მცენარეები მხოლოდ დეკორაციის ულამაზესი ელემენტი როდია… ოთახის ფლორის წარმომადგენელთა უმრავლესობა არა მხოლოდ ამშვენებს ჩვენი სახლის ინტერიერს, არამედ წმენდს ჰაერს, შთანთქავს მავნე მიკროორგანიზმებს, გამოყოფს ეთერზეთებსა და ფიტონციდებს.

სახლის პირობებში ჯანსაღი, ლამაზი, მოცულობითი ფოთლებითა და ყვავილებით გამორჩეული მცენარის გაზრდა მარტივი ნამდვილად არ არის, თუ რეგულარულად არ გამოიყენებთ ნატურალურ სასუქებს. მათი დახმარებით უკვე დაჭკნობის პირას მყოფ მცენარესაც კი მარტივად გამოაცოცხლებთ.

ნატურალური სასუქები ოთახის მცენარეებისათვის

1. ნალექიანი ყავა და ჩაი

შემდეგში, როდესაც ფინჯან ყავას მიირთმევთ, არ გადაყაროთ ამ არომატული სასმელის ნალექი. დაამატეთ ის ქოთანში, რათა თქვენი მცენარის ნიადაგი გახდეს უფრო ფხვიერი და მსუბუქი. ასე შეძლებთ ნიადაგის მჟავიანობისა და მასში ჟანგბადის შემცველობის გაზრდას. განსაკუთრებით სასარგებლო ყავის ნალექი პომიდვრის ნერგებისთვისაა.

არაჩვეულებრივი სასუქია ოთახის მცენარეებისთვის ძლიერი შავი ჩაი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის ჭიანჭველებს იზიდავს.

2. შაქარი

სანამ მცენარეს მორწყავთ, მისი ნიადაგის ზედაპირზე მოაბნიეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი – ასე თქვენი მცენარე უფრო ჯანსაღი და ლამაზი გახდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შაქარი წარმოადგენს ბაქტერიებისა და ობის სპორების საყვარელ საკვებს, რის გამოც მისი ზედმეტი სიხშირით გამოყენება არ არის რეკომენდებული. მორწყეთ თქვენი საყვარელი მცენარე ნიადაგში შაქრის დამატებით მხოლოდ კვირაში 1-ხელ.

3. ხახვის კანი

ხახვის კანი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური სასუქია ჩვენი მცენარეებისათვის. ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ანადგურებს მავნე მიკროფლორას.

აიღეთ 1 მუჭა ხახვის გამომშრალი კანი და დაასხით მას 2 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დააყოვნეთ ნახარში 2 დღე-ღამის განმავლობაში. მორწყეთ თქვენი მცენარე ამ საშუალებით კვირაში ერთხელ, რათა საიმედოდ დაიცვათ ის მავნე მიკროორგანიზმებისგან.

3. საფუარი

საფუვრისაგან მარტივად შეძლებთ ისეთი სასუქის მომზადებას, რომელიც რამდენჯერმე დააჩქარებს თქვენი მცენარის ჯანსაღი ზრდის პროცესს. ეს პროდუქტი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების, სასარგებლო მიკროელემენტებისა და მკვებავი ნივთიერებების საკმაოდ დიდ წყაროს, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენი მცენარის ზრდაზე.

ნიადაგში საფუვრის შეტანის შემდეგ იზრდება მასში ბინადარი მიკროორგანიზმების აქტივობა და სტიმულირდება ნახშირმჟავების გამომუშავების პროცესი. საფუვრის სტანდარტული შეფუთვა გახსენით 5 ლიტრ თბილ წყალში და მორწყეთ თქვენი მცენარე მისი გამოყენებით.

4. კვერცხის ნაჭუჭი

ხშირ შემთხვევაში კვერცხის ნაჭუჭის სანაგვე ურნაში ვიშორებთ. იცოდით, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური სასუქია თქვენი მცენარისათვის? მოცემული პროდუქტი წარმოადგენს კალციუმის უდიდეს ბუნებრივ წყაროს, რომელიც არეგულირებს ნიადაგის pH დონეს.

კვერცხის გამომშრალი ნაჭუჭი დაფქვით და დაუმატეთ ის თქვენი მცენარის ნიადაგს, შემდეგ მორწყეთ. გაითვსლისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია ზომიერების გამოჩენა, რადგან ეს პროდუქტი იხრწნება საკმაოდ ნელი ტემპტით.

5. ბანანის კანი

როგორც მოგეხსენებათ, ბანანის კანი კალციუმით, კალიუმითა და ფოსფორით მდიდარი პროდუქტია – ყველა ეს მინერალი აუცილებელია ჩვენი საყვარელი მცენარის ჯანსაღი ზრდის პროცესისათვის. გარდა ბანანის კანის უშუალოდ ნიადაგში მოთავსებისა, შეგიძლიათ მისგან შემდეგი სასუქის მომზადება: წვრილად დააქუცმაცეთ ბანანის კანი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და დააყოვნეთ რამდენიმე დღე-ღმის განმავლობაში, შემდეგ მორწყეთ თქვენი მცენარე მისი გამოყენებით. ყველაზე მეტად ბანანის ნატურალური სასუქი ვარდებს უყვართ.

6. ფორთოხლის ქერქის ნაყენი

ციტრუსებისაგან სასუქი რომ მოვამზადოთ, პირველ რიგში, კარგად უნდა გამოვაშროთ და დავფქვათ მათი ცედრა. აიღეთ ლიტრიანი მინის ქილა, შეავსეთ მისი მესამედი ციტრუსის დაფქული კანით და შემდეგ შეავსეთ პირამდე მდუღარე წყლით.

დააყოვნეთ ეს საშუალება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ მორწყეთ თქვენი საყვარელი მცენარე მისი გამოყენებით. ციტრუსის ქერქის ნაყენი არაჩვეულებრივი საშუალებაა მცენარეების მავნე მიკროორგანიზმებისაგან დასაცავად.

7. აკვარიუმის წყალი

pH-ის ნეიტრალური მაჩვენებელით გამორჩეული აკვარიუმის წყალი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ისეთ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მცენარის ზრდისათვის. რეგულარულად გამოიყენეთ აკვარიუმის წყალი თქვენი საყვარელი მცენარეების მოსარწყავად შემოდგომის პერიოდში ან ზაფხულის დასაწყისში.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ გარშემო გყავთ მეგობრები, რომლეთანც ძალიან უყვართ ოთახის მცენარეები და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი დღევანდელი სტატია!