ხალხურ მედიცინაში სამკურნალო დანიშნულებით ყველაზე ხშირად მუხის ქერქი გამოიყენება. საუკეთესო დრო მუხის ქერქის შესაგროვებლად შემოდგომაა, ჯერ კიდევ ის პერიოდი, როდესაც ახალგაზრდა ყლორტებს წვენი სდის.
უნდა შეაჩეროთ არჩევანი მუხის ხეზე, რომელიც მაქსიმუმ 15-20 წლისაა. გადაბერებულ მცენარეში დუბილური ნივთიერებების შემცველობა გაცილებით დაბალია.
ხშირად იღებენ მუხის ხის ქერქის ნაყენს დიზენტერიის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის, თირკმელებისა და ელენთის დაავადებების დროს.
როგორ გამოვიყენოთ მუხის ქერქი
1. სარძევე ჯირკვლების კიბო
ხალხურ მედიცინაში სარძევე ჯირკვლების კიბოს შემთხვევაში რეკომენდაციას უწევენ შემდეგ ნაყენს: 1 სუფრის კოვზ დაფქულ ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა გაფილტრული წყალი და დააყოვნეთ 12 საათით. დაყოვნებული მასა ჯერ უნდა აადუღოთ, შემდეგ გააგრილოთ და კვლავ გააცხელოთ. ამ პროცედურების შემდეგ მზა ნახარში დააყოვნეთ კიდევ 3-4 საათით.
რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლა კარგად დაასველეთ მასში, დაიფინეთ მკერდზე და დაიფიქსირეთ 2 საათით. გაიკეთეთ ასეთი კომპრესი ყოველ დილას და საღამოს.
2. ფარისებრჯი ჯირკვლის კიბო
ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ანალოგიური კომპრესების გაკეთება ფარისებრი ჯირკვლის არეზე, ყოველ დილას და საღამოს.
3. მეორე ხარისხის კვანძოვანი ჩიყვი
ამ მზაკვური დაავადებისაგან საკმაოდ დიდი ხანი ვიტანჯებოდი. მოგვიანებით მეგობრის რჩევით, მუხის ქერქის სპირტნაყენის გამოყენება დავიწყე, დაახლოებით 2 თვეში კი კვანძები ბოლომდე გაქრა. უკვე 5 წელზე მეტია, რაც კვანძოვან ჩიყვს აღარ შევუწუხებივარ.
მუხის მზა ქერქის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. მის მთლიანი შეფუთვა ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ეს საშუალება 2 კვირით ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ დაიწყეთ ყოველდღიურად კომპრესების გაკეთება ჩიყვის არეზე რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ თბილად შეხვევა!
4. თიაქარი
თუ პახების ან ჭიპის არეში თიაქარი გაგიჩნდათ, მუხის ქერქის სპირტნაყენი ძალიან დაგეხმარებათ. შეიძინეთ მუხის ქერქის მთლიანი, უკვე მზა შეფუთვა აფთიაქებში და დაასხით მას იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ის 2 კვირით ოთახის ტემპერატურაზე.
მომზადებულ ნაყენში კარგად ჩაალბეთ 3-4 ფენად გადაკეცილი მარლა ან დოლბანდი, დაიფინეთ გრიჟაზე, შემოიხვიეთ პარკი და შეიფუთეთ თბილად შალის ქსოვილით. გაიკეთეთ ეს კომპრესი ყოველ საღამოს დაიტოვეთ მთელი ღამით.
5. გლაუკომა
შეაგროვეთ მუხის დამწვარი ხის ან ქერქის ფერფლი. ის არაჩეულებრივად არეგულირებს თვალშიდა და თავის ქალის შიდა წნევას. ჩაყარეთ ნაცარი 1 ლიტრ მდუღარე წყალში, დააყოვნეთ რამდენიმე დღე-ღამით და შემდეგ დაიწყეთ მისი 3 სუფრის კოვზის ოდენობით მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 3 დღე. 5 დღიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
6. ატოპიური ნეიროდერმიტი და ეგზემა ბავშვებში
ძალიან სასარგებლოა აბაზანები მუხის ქერქის დამატებით: 250 გრამ გამომშრალ ქერქს დაასხით 1,5 ლიტრი ცივი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ხარშეთ ნარევი დუღილის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მზა ნახარში დაუმატეთ თქვენს აბაზანას. მოთავსდით მასში 20 წუთითდა არ ისარგებლოთ საპონით.
უკუჩვენებები:
მუხის ქერქის გამოყენება უკუჩვენებითია მსხვილი ნაწლავის დაავადებების, ყაბზობისა და ჰემორეის (ბუასილი) დროს. გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული. არ გამოიყენოთ მუხის ქერქი ზედმეტი სიხშირით, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!