სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევა – პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც უნდა ვიზრუნოთ დაუყონებლივ, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები და ჯანრმთელობის პრობლემები.
ჩვენს დროში, როდესაც ვცხოვრობთ უკიდურესად დაბინძურებულ გარემოში, ვიკვებებით არასწორად და გვახასიათებს მავნე ჩვევები, არტერიების დაცობა და სისხლის მიმოქცევის შეფერხება გასაკვირი სულაც არ არის.
სისხლძარღვების დაცობის ძირითადი მიზეზებია:
- მოწევა;
- ალკოჰოლი;
- არაჯანსაღი საკვები;
- ჭარბი წონა;
- გაცხიმოვნება.
როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად ყველა ორგანოს სწორედ ჩვენი სისხლი ამარაგებს ჟანგბადითა და სხვა საჭირო მკვებავი ნივთიერებებით. როდესაც ეს პროცესი დარღვეულია, ფერხდება პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობა, რამაც სავალალო შედეგებამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს.
ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის მონაცემების თანახმად, სისხლის მიმოქცევის შეფერხებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების განსაზღვრა იმდენად რთულია, რომ დიაგნოზი აუცილბლად პროფესიონალის მიერ უნდა დაისვას. ეს ზოგადი სიმპტომები ჩვენ ხშირად გვერევა ჯანმრთელობის სხვა, გაცილებით უმნიშვნელო პრობლემებისათვის დამახასიათებელ ნიშნებში.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩვენი არტერიების კედლებზე დაგროვებას იწყებს მავნე ნარჩენები, რომლებიც დღითიდღე მკვრივდება და ფერხდება სისხლის მიმოქცევა – ჯანმრთელობის ამ მდგომარეობას ათეროსკლეროზის სახელწოდებით ვიცნობთ.
ნიშნები, რომლებიც არტერიების დაცობაზე მიგვითითებს:
- კიუდრების ტკივილი;
- კიდურების შეშუპება;
- თმის ცვენა;
- მტვრევადი ფრჩხილები;
- კანის მოლურჯოდ შეფერვა;
- ქრონიკული დაღლილობა;
- ერექტიული დისფუნქცია;
- ხელებისა და ფეხების ხშირი დაბუჟება.
თუ ეს ნიშნები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი. ნუ დარჩებით მხოლოდ იმის იმედად, რომ ყველაფერი თავისით გაივლის – ასე პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება და გაცილებით რთულ ფორმას შეიძენს.
სისხლის მიმოქცევის დარღვების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- იმოძრავეთ ბევრი, პერიოდულად დატვირთეთ საკუთარი თავი ფიზიკურად;
- იკვებეთ ჯანსაღად, შეეცადეთ ჭარბი კილოგრამების მოშორებას;
- თქვით უარი მოწევაზე და ალკოჰოლზე;
- გაამდიდრეთ კვების რაციონი ნივრითა და ჯანჯაფილით;
- მიირთვით E ვიტმაინით მდიდარი პროდუქტები (ნუში, მზესუმზირა, ნიგოზი და ა.შ.);
- მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რათა მოამარაგოთ ორგანიზმი C, D და E ვიტმაინებით, ბეტა-კაროტინითა და გოგირდით;
- ისეირნეთ სუფთა რაც შეიძლება დიდხანს.
აუცილებლად უგდეთ ყური იმ ნიშნებსა და სიმპტომებს, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის მაშინ, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის დროულად დიაგნოსტიკა და საჭირო ზომების მყისიერად მიღება. დაგვინებულმა მკურნალობამ სავსებით შესაძლებელია, მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!