თუ კანზე ამგვარი გამონაყარი გაქვთ, შეემოწმეთ ცელიაკიაზე. როგორ გამოვავლინოთ დაავადება

3682

ცელიაკია – აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი კარგავს გლუტენის სათანადოდ ათვისების უნარს. ცილის ამ სახეობას დიდი რაოდენობით შეიცავს მარცვლეულის კულტურის ზოგიერთი სახეობა (ხორბალი, ქერი, შვრია და ა.შ.). ამ სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებას შეიძლება შევხვდეთ აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ადამიანში, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გლუტენს საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს თითქმის ყველა სხეობის მაკარონი, ფუნთუშები, ცომეული და პური, რომელიც მაღაზიში იყიდება.

ამ პრობლემას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. შესაბამისი ზომების მიღების გარეშე, ნაწლავებში ანთებითი პროცესის განვითარების რისკი ძალიან გაიზრდება, რაც არაერთი სერიოზული დაავადების განვითარებას შეიძლება ჩაეყროს საფუძვლად.

ცელიაკიის სიმპტომები

გლუტენის აუტანლობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ან მათ შეცდომით ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს ვაწერთ. კარგად წაიკითხეთ ეს ინფორმაცია და შესაბამისი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

1. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები

გლუტენის აუტანლობისათვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოკვეთილი სიმპტომი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება და მისი მუშაობის დარღვევა. ცელიაკიით დასნებოვნებული ადამიანები გლუტენის შემცველი საკვების მიღების შემდეგ განიცდიან მუცლის ძლიერ შებერილობას, დიარეას ან ყაბზობას.

2. თავბრუსხვევა

ცელიაკიის დროს წვრილი ნაწლავი კარგავს სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადოდ შეწოვისა და ათვისების უნარს, რის გამოც განვიცდით სისუსტეს, გვაწუხებს ხშირი თავბრუსხვევა და დეზორიენტაცია.

3. ხასიათის მკვეთრი ცვლილებები

ადამიანები, რომელთაც გლუტენის აუტანლობა აწუხებთ, ხშირად ავლენენ მშფოთვარებას, გაღიზიანებას, სწრაფად ეცვლებათ ხასიათი და ხდებიან ფეთქებადები.

4. შაკიკის შეტევები

თავის ხშირი და ქრონიკული ტკივილი მრავალმა მიზეზმა შეიძლება განაპირობოს. თუ სხვა სიმპტომების პარალელურად შაკიკმაც შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ შესაბამისი ანალიზები. შაკიკის შეტევა ცელიაკიით დასნებოვნებულ პაციენტებს საკვების მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ ეწყებათ.

5. გამონაყარი კანზე და ქავილის შეგრძნება

თუ ნაწლავებს გლუტენის ათვისების უნარი დაკარგული აქვს, ამის შესახებ ჩვენი კანი აუცილებლად გვამცნობს. როდესაც იმუნური სისტემა რეაგირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციაზე, ის გმოიმუშავებს ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც განაპოირობებს კანის სიმშრალეს, ქავილის აუტანელ შეგრძნებასა და გამონაყრის გაჩენას.

6. ქრონიკული დაღლილობა

თუ დღის განმავლობაში 8-9 საათით გამოძინებას ახერხებთ, თუმცა ამის მიუხედავად თავს მუდმივად დაღლილად გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცელიაკის დროს ჩვენი ორგანიზმი მთელ თვის ენერგიას გლუტენის გადმუშავებაზე და მის სხეულიდან გამოდევნაზე ხარჯავს. როდესაც გლუტენის შემცველ საკვებ პროდუქტებზე უარს ვამბობთ, დროთა განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა უმჯობესდება.

ცელიაკის მკურნალობის ერთადერთი გზა – გლუტენის შემცველი პროდუქტების საერთოდ აკრძალვა. თუ ეს ნიშნები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი. სავსებით შესაძლებელია, მედიკამენტოზური მკურნალობაც დაგჭირდეთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!