როდესაც საუბარი ყურების სისუფთავეზე მიდის, დიდი ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. არ დაგავიწყდეთ ამ ჰიგიენური პროცედურის რეგულარულად ჩატარება, რათა შეძლოთ სმენის დაქვეითებისა და მკტივნეული შეგრძნებების თავიდან არიდება.
სასმენ აპარატში დიდი რაოდენობით გოგირდის დაგროვება შეუმჩნეველი რჩება იქამდე, სანამ ნორმალურად სმენის უნარს არ ვკარგავთ. მთავარია, ამ დროს პრობლემის გადაჭრა ყურის ჩხირებით არ ცადოთ, ასე მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გამწვავებაა შესაძლებელი…
არც აფთიაქში წასვლა და სპეციალური მადეზინფიცირებელი საშუალებების შეძენაა რეკომენდებული, რადგან არსებობს ძვირადღირებული სააფთიაქო პროდუქციის არაჩვეულებრივი, ძალიან ეფექტური და იაფი საშინაო ალტერნატივა.
როგორ გავიწმინდოთ ყურები ზედმეტი გოგირდისგან?
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
- დაგჭირდებათ თეთრი ძმარი და სამედიცინო სპირტი.
- ორივე ინგრედიენტი უნდა შეურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით.
- გადახარეთ თავი და ჩაისხით ეს საშუალება ყურში 1 სუფრის კოვზის (5 მლ) ოდენობით.
- დააფიქსირეთ თავი გადახრილ მდგომარეობაში 60 წამით, შემდეგ კი გასწორდით.
- გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ყურისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, სამედიცინო სპირტი ერთ-ერთი უძლიერესი მადეზინფიცირებელი საშუალებაა. რაც შეეხება თეთრ ძმარს, ის ბოლომდე ანადგურებს მიკრობებს და ებრძვის ინფექციებს.