როდესაც ღვიძლის მუშაობა დარღვეულია, ორგანიზმი ამ ნიშნებს გვიგზავნის

3215

ღვილის გაცხიმოვნება – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა ჩვენს დროში, რომელიც ჭარბწონიანობის, ქოლესტერინის მაღალი დონისა და სისხლის მაღალი წნევის შედეგია.

ამ პრობლემისათვის დამახასიათებელია ადრეული ნიშნები და სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მივმართოთ საჭირო ზომებს და გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ყური უგდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ორგანიზმი გასაფრთხილებლად გვიგზავნის. დაგვიანებულმა მკურნალობამ სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

განსაკუთრებით მაღალია ღვიძლის გაცხიმოვნების რისკი პაციენტებში, რომლებიც ხშირად იღებენ ალკოჰოლს. გარდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აზიანებს ჩვენს ღვიძლს:

  • დიაბეტი;
  • გაცხიმოვნება და ჭარბი წონა;
  • მავნე საკვები;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • სისხლის მაღალი წნევა.

რომელი ანალიზები უნდა ჩავიტაროთ დაავადების გამოსავლენად?

  • სისხლის ანალიზი;
  • ღვიძლის სონოგრამა;
  • ღვიძლის ბიოფსია.

სიმპტომები, რომლებიც ღვიძლის გაცხიმოვნებაზე მიგვანიშნებს:

1. ტკივილი მუცლის არეში

თუ რეგულარულად გაწუხებთ ტკივილი მუცლის ცენტრში ან მარჯვენა ზედა მხარეში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ყველაზე ხშირად ტკივილი იჩენს თავს ჭამის შემდეგ, რადგან კუჭი ფართოვდება და წარმოქმნის ზეწოლას გადიდებულ ღვიძლზე. რა თქმა უნდა, მუცლის ტკივილი სხვა მრავალი მიზეზითაც შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს ღვიძლის გაცხიმოვნებისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. მუცლის შებერილობა

თუ საჭმლის მონელებლობა, გაბერილი მუცელი, სუნთქვის გართულება და ტკივილი წელის არეში თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემებია, აუცილებლად ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლელვები. ეს სწორედ ის სიმპტომებია, რომლებიც ღვიძლის გაცხიმოვნებას ახლავს თან.

3. ქრონიკული დაღლილობა

ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ღვიძლის გაცხიმოვნებას ახლავს თან, ენერგიის უკმარისობა და ქრონიკული სისუსტეა. როდესაც ღვიძლი სათანადოდ ვეღარ მუშაობს, ნელდება მეტაბოლიზმი, რაც თავის მხრივ ენერგიის გამოფიტვასა და მუდმივად დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა, თავი შეიძლება იჩინოს კონცენტრაციის უნარის დაკარგვამ. გულის წასვლა – კიდევ ერთი უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ამ პრობლემას შეიძლება ახლდეს თან.

4. მუქი შეფერილობის შარდი

შარდის ფერზე დაკვირვებით სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების გამოვლენა, რადგან სწორედ საშარდე სისტემის გავლით გამოიდევნება ჩვენი სხეულიდან ტოქსინებისა და წიდების არც თუ ისე მცირე ნაწილი. ღვიძლის გაცხიმოვნების დროს პაციენტის შარდი იძენს უჩვეულოდ მუქ შეფერილობას და მკვეთრ სუნს.

5. კანის ცვლილებები

როდასაც ირღვევა ღვიძლის მუშაობა, რომელიც განუწყვეტილ რეჟიმში ფილტრავს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნივთიერებებს, თავს იჩენს კანის სხვადასხვაგვარი პრობლემები: გამონაყარი, ხელისგულების სიწითლე, კანის სიყვითლე და ა.შ.

აუცილებლად უგდეთ ყური ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ ამ ნიშნებს. რა თქმა უნდა, ამ სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ, რომ სავალალო შედეგების თავიდან არიდება მარტივად არის შესაძლებელი, თუ დაავადებას დროულად გამოავლენთ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, უაცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისრუვებთ ჯანმრთელობას!