ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და უამრავი ადამიანის პრობლემაა. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იცავთ თუ არა ჰიგიენას, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდეთ სოკოთი.
როგორ მოვიშოროთ ფრჩხილის სოკო სახლის პირობებში?
დღევანდელ დღეს ხელისა და ფეხის ფრჩხილის სოკოს სამკურნალო უამრავი პრეპარატი არსებობს, რომელთაც ადვილად მიაგნებთ აფთიაქებში. ყველაზე მეტად ეფექტურია სპეციალური მალამოები, წვეთები ან გელები, თუმცა მათზე ბიუჯეტური ნამდვილად არ ითქმის.
სოკოვანი ინფქცეიის მკურნალობაში ძალიან დაგეხმარებათ ნატურალური და ხელმისაწვდომი უებარი პროდუქტი, ვაშლის ძმარი.
სოკოს მოშორება ვაშლის ძმრის დახმარებით:
ვაშლის ძმრის ეფეტურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ქმნის სოკოთი დაზიანებულ უბანზე მჟავა გარემოს, რომელიც ხელს უშლის სოკოს ზრდას და მისი სპორების გავრცელებას. დროთა განმავლობაში, საკვების გარეშე დარჩენილი სოკოს უჯრედები ნადგურდება.
ინგრედიენტები:
- 2 ც ლიმონი
- 2 კბილი ნიორი
- 100 მლ წყალი
- 1 ღერო როზმარინი
- 1 ჭიქა ვაშლის ძმარი
გამოყენების წესი:
- დაჭერით ლიმონი ნაჭრებად. გაფცქვენით ნიორი.
- მდუღარე წყალში ჩაყარეთ ლიმნის ნაჭრები, ნიორი და როზმარინი. ხარშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ გააგრილეთ.
- გაგრილების შემდეგ დაუმატეთ ძმარი და კარგად აურიეთ.
- გამოყენებამდე დაიბანეთ ნატურალური საპნით დაზიანებული უბანი, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, რადგან ტენიანობა შეიძლება სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
- ამის შემდეგ წაისვით ნაზავი. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ორჯერ და იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გაქრება სოკო.
- ნარევი შეინახეთ კარგად დახურულ ჭურჭელში.
სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ლავანდის ეთერზეთის საშუალებით:
სამკურნალოდ საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წვეთის წასმა და შეშრობა კანის დაზიანებულ უბანზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში სამჯერ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, კარგი იქნება, თუ დაიცავთ სოკოს საწინააღმდეგო დიეტასაც.
შინაური რეცეპტები მეტად ეფექტურია სოკოს სამკურნალოდ, თუმცა მისი საბოლოოდ მოშორების გარანტიას ვერ იძლევა.
ფრჩხილის სოკოს იწვევს განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმები. განკურნების შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხდეს რეციდივი. ამიტომ, საჭიროა მისი კომპლექსური მკურნალობა და ექიმის დანიშნულების დაცვა.