დაუთავების დროს ქსოვილი დააზიანეთ? არ გადააგდოთ თქვენი საყვარელი პერანგი, უთოს კვალს მარტივად გააქრობთ

1236

უთოობა საკმაოდ შრომატევადი, დამქანცველი და მოსაწყენი  პროცესია. ყველა ქსოვილს თავისებური მიდგომა სჭირდება. მაგრამ, როდესაც ჩქარობთ, სისწრაფეში ვერ საზღვრავთ უთოს სწორად გამოყენებას და შეიძლება ქსოვილი დააზიანოთ და აპრიალდეს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა საშულებით შეძლებთ ქსოვილიდან უთოს კვალის გაქრობას.

1. ძმარი და მარილი

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ღია ფერის სამოსი ალაგ-ალაგ ბზინავს, გამოიყენეთ წყლისა და ძმრის ნარევი. მოამზადეთ 3 წილი წყლისა და 1 წილი ძმრის ნარევი. მომზადებული ხსნარით გააჯერეთ ქსოვილის დაზიანებული ნაწილი, მოაყარეთ მარილი და ასე გააშრეთ. შემდეგ დაფერთხეთ, გაავლეთ თბილ წყალში, ოდნავ შეაშრეთ და გააუთოეთ.

ხოლო მთლიანი სამოსის დაზიანების შემთხვევაში, ჩაალბეთ ის ძმრაინ წყალში (მეოთხედი ჩაის ჭიქა ძმარი/2-3  ლ წყალი). გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და გააშრეთ.

2. ძმარი ან ამიაკის სპირტი

მუქი ფერის ქსოვილისთვის, ასევე სინთეტიკური ქსოვილისთვის გამოიყენეთ ძმარი ან ამიაკის სპირტი. საუთაო ქსოვილი გააჯერეთ წყლისა და ამიაკის სპირტის ან ძმრის ნარევით (3:1), გაწურეთ და სამოსი  დატენიანებული ქსოვილით გააუთოეთ. უთო დააყენეთ ორთქლის რეჟიმზე.

3. სოდა

აბრეშუმის სამოსს განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება მოპყრობა. მაგრამ თუ უკვე ისე მოხდა, რომ ქსოვილი სათანადოდ ვერ გააუთოეთ და პრიალებს, გამოიყენეთ სოდა. 1-2 ს. კ. სოდას დაამატეთ ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა. მომზადებული მასა წაუსვით დაზიანებულ ადგილზე და გააშრეთ. შემდეგ სოდა აიღეთ მშრალი ქსოვილით და სამოსი გაავლეთ თბილ წყალში.

4. ხახვი

აპრიალებული ფერადი ქსოვილისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად გამოიყენეთ ხახვი. ხახვი გაფცქვენით, გახეხეთ წმინდა სახეხზე და ფაფა წაუსვით დაზიანებულ ადგილზე. გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ნარჩენი აიღეთ ხელსახოცით და სამოსი გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

5. წყალბადის ზეჟანგი და ამიაკის სპირტი

თუ დაგიზიანდათ სინთეტიკური ქსოვილი, მოამზადეთ 1 წილი ამიაკის სპირტისა და 5 წილი წყალბადის ზეაჟანგის ნარევი. ბამბის ფირფიტა გააჯერეთ მომზადებული ნარევით და გაწმინდეთ მბზინავი ლაქები, გააშრეთ და სამოსი გაავლეთ ცივ წყალში.

მბზინავი ადგილების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ  გაუთოების გარკვეულ წესები:

  • გამოიყენეთ ორთქლის რეჟიმი. ამ გზით შეძლებთ სამოსის უფრო სწრაფად და დელიკატურად გაუთოებას.
  • ერთ ადგილზე უთო არ გააჩეროთ დიდხანს.
  • ნესტიანი ქსოვილი უფრო მარტივი გასაუთოებელია.
  • თუ ბევრი საუთაო გაქვთ, უთო დააყენეთ დაბალ ტემპერატურაზე და უთოობა დაიწყეთ დელიკატური ქსოვილებით. უთოობის პროცესში უთო კიდევ უფრო ცხელდება და შეიძლება დელიკატური ქსოვილი მარტივად დაგიზიანდეთ.

უთოს გაწმენდა:

  • აუცილებელია როგორც ქსოვილის ფრთხილად გაუთოება, ისე უთოს ძირის გაწმენდა. ქსოვილზე კვალს ტოვებს ჭვარტლიც.
  • არ დატოვოთ ავზში წყალი.
  • ყველა ქსოვილს თავისი შესაბამისი რეჟიმზე სჭირდება დაუთოება. სამოსს ეტიკეტზე მითითებული აქვს შესაბამისი ტემპერატურა და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
  • გაუთოების დროს დამატებით დამცავ ფენად გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილი. ამ გზით დაიცავთ ქსოვილს მბზინავი ლაქებისგან.

დაიცავით მარტივი წესები და კიდევ დიდხანს შეინარჩუნეთ სამოსი იდეალურ მდგომარეობაში.