ნიორი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და ძალიან სასასრგებლოა ორგანიზმისთვის. ბუნებრივი წამალი აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ნიორი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მაგნიუმით, კალიუმითა და ნატრიუმით. ნიორი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რთულ ნახშირწყლებსა და პროტეინებს. ბევრს მოსწონს ნივრის პიკანტური გემო და აქტიურად იყენებს კერძების მომზადებისას. ამ მცენარის რეგულარულად გამოყენება აგარიდებთ გულის დაავადებებს. თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ ნედლ ნიორს აქვს სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებები. თერმული დამუშავების დროს კი მყისიერად ორთქლდება ყველა სასარგებლო ნივთიერება.
ნივრის მძაფრი სუნის ძირითადი მიზეზია ორგანული ნაერთი ალიცინი. ალიცინი წარმოიქმნება მცენარის უჯრედების ფერმენტების გაერთიანებით. ეს გაერთიანება ხდება ნივრის დაქუცმაცების დროს. აქედან გამომდინარეობს ალიცინის დამახასიათებელი მძაფრი სუნი.
ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა იცოდნენ ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ. მათი ცოდნა ეფუძნებოდა დაკვირვებებსა და ყოველდღიურ გამოცდილებას. საბოლოოდ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვნენ, თუ როგორ მუშაობს ნიორი მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით. კვლევა ჩატარდა ისრაელში, ვაიზმანის მეცნიერებათა ინსტიტუტში.
კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მკვეთრი სუნის მქონე ალიცინი მცენარის მთავარი დამცავი აგენტია. ის იცავს ნივრის ყლორტებსა და ნაყოფს პარაზიტებისგან. ალიცინი ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც პათოგენურ მიკროორგანიზმებს საშუალებას აძლევს შეაღწიონ და ადაპტირდნენ მასპინძლის სხეულში. ალიცინი და ნიორში არსებული სხვა ნივთიერებები ბლოკავს ნიტროზამინების სინთეზს. ეს უკანასკნელი არის კანცეროგენული ნაერთები, რომლებიც იწვევს უჯრედის მუტაციას.
ნიორში შემავალი ნივთიერებები ასევე ეწინააღმდეგება სისხლძარღვების ქოლესტერინის დაფებით ბლოკირებას, რაც ჩვეულებრივ იწვევს ინსულტს.
ნიორი საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და ყელის ტკივილის დროს.
მედიკოსები გვირჩევენ, რომ ყოველ საღამოს ბალიშის ქვეშ დავიდოთ ნივრის ახალ-ახალი კბილი. ალიცინი, რომელიც მისგან თანდათან აორთქლდება, შესანიშნავად ეწინააღმდეგება მიკრობებს, ინფექციებს და მწერებსაც კი.
ნივრის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი ამით არ მთავრდება. ალიცინი ათხელებს ლორწოს და წმენდს სინუსებს.
ნივრის უსიამოვნო სუნის მქონე კბილი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაგეხმარებათ დაძინებაში. ალიცინი ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალიუმისა და მაგნიუმის მოხმარების გაზრდას. ეს მინერალები ამშვიდებს კუნთებს და ასტიმულირებს ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც უზრუნვრლყოფს მშვიდ ძილს.
უძილობის, გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა აიტანონ ნივრის სუნი, რადგან ის ანიჭებს ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!