გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ: ქიმიური სასუქების ნაცვლად გამოიყენეთ მათი გაცილებით ჯანსაღი, თანაც არანაკლებ ეფექტური ალტერნატივა

12557

პესტიციდები და სინთეზური სასუქები ძალიან ეფექტურია, მაგრამ ტოქსიკურია როგორც ნიადაგისთვის, ისე თავად მცენარეებისა და ადამიანებისთვის. შეგიძლიათ ქიმიური სასუქები ჩაანაცვლოთ ბუნებრივი სასუქებით. საუკეთესო ალტერნატივაა ხახვის ფოჩების ან კარტოფილის კანების სასუქი.

უსაფრთხო, უფასო, წელიწადის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი პროდუქტია ხახვის ფოჩები. არ იჩქაროთ ხახვის ფოჩების გადაყრა, შეაგროვეთ და გამოიყენეთ ნიდაგის გასანოყიერებლად.

არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენონ მებაღეებმა ან უბრალოდ ოთახის მცენარეების მოყვარულებმა ხახვის ფოჩების სასუქი. პირველ რიგში, ხახვის ფოჩების შემადგენლობაში შემავალი აკარიციდი კლავს ტკიპებს, ბუგრებს,  რწყილებს, ჭიაყელებს, ტრიპსებს, მათ ლარვებსა და  ნერგებისთვის საშიშ სხვა მწერებს. გარდა ამისა, თქვენს ნარგავებს ბაქტერიციდული დაავადებებიც კი ვერ შეაფერხებს.

მეორეც, მიკროელემენტებისა და ბიოფლავონოიდების სიმრავლე აუმჯობესებს ხილის გემოსა და შემადგენლობას, ააქტიურებს მათ მომწიფებას.

მესამე, უსაფრთხო ბუნებრივი სასუქი შესაფერისია მოსავლის განაყოფიერებისთვის.

ხახვის ფოჩების ნაყენის გამოყენება ყველაზე ეფქტურია შემდეგი ნარგავებისთვის: პამიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კიტრი, წიწაკა, მარწყვი.

ხახვის ფოჩების სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყვითელი ხახვის ფოჩები ნახევარლიტრიანი ქილა (კარგად სავსე)
  • წყალი 4 ლ

მომზადების წესი:

4 ლ წყალი აადუღეთ. ხახვის ფოჩებს დაასხით მდუღარე და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 12 საათი. ნახარში არის კონცენტრატი, რომელიც უნდა განზავდეს ნადგამი ან წყაროს წყლით შემდეგი თანაფარდობით: 1 წილი ნახარში 6 წილი წყალი.

მცენარეები მორწყეთ მზის ჩასვლამდე ან ღრუბლიან ამინდში. მიზანშეწონილია, სასუქის გამოყენება ძირითადი მორწყვის შემდეგ და არაუმეტეს 8 დღეში ერთხელ.