ყველას სისხლი წითელია, თუმცა, სისხლთან დაკავშირებული ზოგიერთი მდგომარეობა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და ესენია:
- ანემია
ანემია შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ქალები, მენსტრუაციის დროს, დაუძლურებული და დასუსტებული არიან. რკინით მდიდარი სისხლის დაკარგვა სხეულში ჟანგბადურ შიმშილს იწვევს, რაც, თავის მხრივ, თავბრუსხვევით, თავის ტკივილებითა და მუდმივი დაღლილობით ვლინდება. მკურნალობის გარეშე დატოვებული, ხანგრძლივი ანემია გულის შეტევასაც გამოიწვევს.
მიიღეთ 18გ რკინა ყოველდღე. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, 1 ფინჯანი რკინით გაჯერებული მარცვლეული, ნახევარი ფინჯანი ოსპი და ნახევარი ფინჯანი ისპანახია. არ მიიღოთ საკვები დანამატები ექიმთან კონსულტაციის გარეშე! - სისხლის კოლტები
სისხლის ნელი დინება და ესტროგენის მაღალი დონე იწვევს სისხლის შენადედების გაჩენას, რაც, ყველაზე ხშირად, კიფურებში ხდება, იწვევს შეშუპებასა და ტკივილებს. მისი ყველაზე მძიმე შემთხვევის დროს, სისხლის კოლტი შორდება სისხლძარღვის კედელს და ხვდება ფილტვებში, სადაც გაიჭედება და ფატალური გახდება.
ფეხმძიმე და ახალბედა დედები, ასევე, ქალები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე სხედან უმოძრაოდ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ისეირნეთ 10 წუთით მაინც ყოველ ორ საათში. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მომხმარებლები, დამატებითი რისკ-ფაქტორებით, კი(მოწევა, მემკვიდრული წინასწარგანწყობილება) დაუყოვნებლივ უნდა გაესაუბროთ ექიმს პროგესტერონის დონის შესახებ. - ჩალურჯებები
ავეჯთან შეჯახებას შეუძლია სისხლის წვრილი ძარღვების დაზიანება, ეს უკანასკნელნი კი თავიანთ შიგთავსს ახლომდებარე ქსოვილზე ღვრიან. ჩვენი თხელი კანის წყალობით კი, ქალები უფრო მარტივად ვიღებთ ჩალურჯებებს.
თუ ჩალურჯება რეგულარულად ჩნდება და თქვენ არაფერს ეჯახებით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან! - ვარიკოზული ვენები
როცა ვენები ფეხმძიმობის, ჭარბი წონის ან ხანგრძლივი ფიზიკური პასიურობის შედეგად გადაიტვირთება, სისხლი გროვდება, რაც კანზე იისფერ ზოლებს აჩენს.
ამ შემთხვევაში სეირნობა ან ძუნძული დაგეხმარებათ, რამდენადაც ისინი ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას და აძლიერებს ფეხებს. ძალიან გვიანია? ესაუბრეთ თქვენს ექიმს ლაზერული თერაპიისა და ინექციების შესახებ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!