ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ: ეკრანის ხშირი გამოყენება მოზარდის ტვინს ანადგურებს

840

თუ თქვენ მშობლის ის ტიპი ხართ, რომელიც ბავშვს რთავს მობილურებისა და პლანშეტების გამოყენების ნებას მაშინ, როცა სურთ, თქვენს აღზრდის მეთოდებს უნდა გადახედოთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი მოწყენილი ან გაბრაზებულია, არ ნიშნავს, რომ უნდა მიაწოდოთ პლანშეტი ან მობილური.

არსებობს რეალური კვლევა, რომელმაც დაასკვნა, რომ ეკრანის ხშირი გამოყენება შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ტვინს. თქვენ კი არ გენდომებათ, რომ ეს თქვენს შვილსაც დაემართოს.

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მობილური მოწყობილობების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს დაავადებას, სახელად ეკრანზე დამოკიდებულების დარღვევა(ედდ). ეს დარღვევა იწვევს უამრავ სიმპტომს: ინსომნიას, წონაში მატებას, ზურგისა და თავის ტკივილებს, მხედველობის დარღვევასაც კი.

დამატებით, ედდ-ს, ასევე, მრავალი სერიოზული ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია ბავშვში, მათ შორის, შიშების, ბრალეულობის გრძნობისა და მარტოობისაც კი.

ექსპერტი ფსიქოლოგი, დოქტორი ერიკ საიმენი ამ კვლევას ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ აღნიშნული დარღვევა ძალიან ჰგავს ინტერნეტზე დამოკიდებულების დარღვევას.

საიმენის კვლევაზე დაყრდნობით, ეკრანზე დამოკიდებულება იწვევს დამოკიდებული, პრობლემატური ქცევის გამოვლინებას, მათ შორის, გაუქმების სინდრომს, ეკრანის გამოყენების მიმართ ტოლერანტულობის გაზრდას, ეკრანის გამოყენების შეზღუდვის შეუძლებლობას, ტყუილებს, ფიზიკური აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვას და ა.შ.

კლაუდეტ აველინო-ტანდოკი, ბავშვის განვითარების სპეციალისტი, ამბობს, რომ 3-4 წლის ასაკის ბავშვებში უკვე შეიძლება ედდ-ს გაჩენა. მისი თქმით, ედდ-ს მქონე ბავშვები მოწყობილობებს იღებენ გაღვიძებისთანავე, ჭამის ან დაწოლის წინაც. ექსპერტი ამბობს, რომ ეს დარღვევა ბევრ ბავშვს აწუხებს და მას იზოლაციისა და ხასიათის ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.

თუ ბავშვი ისე იქცევა, როგორც ზემოთაა აღნიშნული, კარგი იქნება, თუ პროფესიონალურ დახმარებას მიიღებთ ფსიქოლოგი-პედიატრისგან.

მშობლებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ ბავშვის მიერ მოწყობილობების გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა. დააინტერესეთ ბავშვი ხატვით ან წერით, YouTube-ის ნაცვლად.

თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში.