თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გულზე ზრუნავთ, სასწრაფოდ გამორიცხეთ ეს 10 პროდუქტი რაციონიდან

1086

იცოდით, რომ გული ყველა სხვა ორგანოზე სწრაფად ბერდება? სწორედ ამიტომ, მის ჯანმრთელობაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ უარყოფითად აისახება სტრესი, დაღლილობა და მავნე ჩვევები ჩვენს გულზე. კარდიოლოგების მტკიცებით, გულმა რომ კარგად იმუშაოს, აუცილებელია კვების რაციონის გარკვეული ცვლილებების შეტანა.

აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლეთაც უარყოფითი გავლენა აქვს გულზე. თუ გსურთ, იცხოვროთ დიდხანს ისე, რომ გულის დაავადებებმა არასდროს შეგაწუხოთ, გირჩევთ ნაკლებად მიიღოთ, ან საერთოდ ამოიღოთ მენიუდან შემდეგი პროდუქტები:

1. მარილი

ცნობილია, რომ მარილი იკავებს წყალს ორგანიზმში, რაც ხელს უშლის წონაში კლებას. იგი აყენებს ზიანს გულ-სისხლძარღვთა სიატემასა და ღვიძლს. მარილი უარყოფითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზეც.

2. კარტოფილი ფრი

მრავალი კვლევის თანახმად, კარტოფილი ფრი ვნებს გულს. ეს პოპულარული საკვები იწვევს ჰიპერტენზიის განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.

3. ტკბილი წყალი და წვენები

საქმე იმაშია, რომ გაზიან სასმელებსა და დაფასოებულ წვენებში დიდი რაოდენობით შაქარია,  იგი ზრდის არტერიულ წნევას, რაც სისხლძარღვებზე ზეწოლას აძლიერებს.

4. ალკოჰოლი

ალკოჰოლი სისხლში 6-7 საათის მანძილზე ჩერდება, ამ დროს პულსი ჩქარდება, უჯრედებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, სისხლი ხდება სქელი, რის გამოც ფართოვდება კაპილარები და სისხლძარღვები.

5. წითელი ხორცი

წითელ ხორცს ნაკლებად შეგვიძლია ვუწოდოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი. იგი შეიცავს წყალბადის ზეთს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვენების და გულის კუნთის მუშაობაზე.

6. შებოლილი ხორცი

“თხევადი კვამლი”, რომელსაც მწარმოებლები იყენებენ, ძალიან საშიშია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. სწორედ ამის გამო, შებოლილი ხორცი სავსეა ტოქსიკური ნივთიერებებით. გარდა ამისა, ასეთი პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით მარილის მონოზოდიუმის გლუტამატს.

7. შაქარი

ზედმეტი შაქარი ხელს უწყობს წონის მატებას, რაც ჰიპერტენზიის მთავარი მიზეზია. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, ექიმები ამბობენ, რომ ქალებმა დღის განმავლობაში მხოლოდ 6 ჩაის კოვზი შაქარი უნდა მიიღონ, ხოლო მამაკაცებმა-9 ჩაის კოვზი.

8. დონატი

იცოდით, რომ დონატები უფრო მეტ ცხიმსა და შაქარს შეიცავს, ვიდრე კრემიანი ნამცხვრები? სწორედ ამიტომ, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამ საკვების მიღებას.

9. მარგარინი

მის დასამზადებლად იყენებენ ყველაზე იაფფასიან მცენარეულ ზეთებსა და ცხიმებს, რომლებიც სისხლძარღვების კედლებს ეკრობა, დროთა განმავლობაში კი მათ კეტავს.

10. სწრაფი მომზადების ლაფშა

საყვარელი მაკარონის ერთი პაკეტი შეიცავს 18 გ ცხიმს და დიდი რაოდენობით მარილს.

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და აუცილებლად გამოირცხეთ ეს პროდუქტები კვების რაციონიდან, თუ ჯანმრთელობისა და სიმხნევის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!