ზუსტად 1 კვირაში მეჭეჭებისგან კვალიც რომ არ დარჩეს, გამოიყენეთ ამ 5 რეცეპტიდან ერთ-ერთი

16508

თუ მეჭეჭების მოშორება გსურთ, გირჩევთ, დახმარებისთვის ამ ნატურალურ საშუალებებს მიმართოთ, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

მეჭეჭები და პაპილომები სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს: ხელებზე, ფეხებზე, თითებზე, სახეზე, კისერზე და ა.შ. მართალია, ეს წამონაზარდები ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მათ მოშორებაზე აუცილებლად დროულად უნდა ვიზრუნოთ, რათა თავიდან ავირიდოთ მათი ზომაში ზრდა და გავრცელება. ეს კოსმეტიკური პრობლემა ნებისმიერი ადამიანის თვითშეფასებაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც მათი მაქსიმალურად სწრაფად მოშორება გვსურს. ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს რამდენიმე ხალხური რეცეპტი, რომელთაც ახლა წარმოგიდგენთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები სახლის პირობებში

რეცეპტი №1

აიღეთ ბამბის დისკი, დაასველეთ ის ვაშლის ძმარში და კარგად დაიმუშავეთ მეჭეჭი. თუ ამ პროცედურას დღეში 3-ჯერ გაიმეორებთ, დაახლოებით 10 კვირაში მეჭეჭი თავისით მოგძვრებათ. თუ ეს წამონაზარდები თვალების გარშემო გაგიჩნდათ, არ გამოიყენოთ მოცემული მეთოდი.

რეცეპტი №2

დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით მეჭეჭზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ 10-15 დღის განმავლობაში და მეჭეჭებისგან კვალიც კი არ დარჩება!

რეცეპტი №3

აიღეთ ბამბის დისკი და დაიტანეთ მასზე მცირეოდენი ჩაის ხის ეთერზეთი (დაახ. 3-4 წვეთი). დაიფინეთ ის ზემოდან მეჭეჭზე და დაიფიქსირეთ პლასტირის გამოყენებით, დაიტოვეთ 30-40 წუთით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ მეჭეჭების სრულ მოშორებამდე.

რეცეპტი №4

დაასველეთ ბამბის დისკი ლიმონის წვენში, დაიფინეთ ის მეჭეჭზე ზემოდან და დაიფიქსირეთ პლასტირით. 1 ან 2 საათის შემდეგ მოიშორეთ სახვევი და ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ეს წამონაზარდები თავისით მოგძვრებათ.

რეცეპტი №5

აიღეთ ალოეს ან უკვდავას ნედლი ფოთოლი, გაჭეით ის შუაზე და რბილობის მხრიდან დაიფინეთ მეჭეჭზე. დაიფიქისრეთ ის ლეიკოპლასტირის ან დოლბანდის გამოყანებით და დაიტოვეთ 4 საათით ან მთელი ღამით. მოიქეცით ასე ყოველდღიურად მეჭეჭების სრულ მოშორებამდე.

ხუთივე რეცეპტის ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დამტკიცებული. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი და შეუდექით ყოველდღიურ პროცედურებს დღეიდანვე. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!