შემოგთავაზებთ უნიკალური, გემრიელი, უნაზესი და მარტივად მოსამზადებელი ცომის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- საფუარი 11 გრ
მომზადების წესი:
- კეფირს დაამატეთ ზეთი და ოდნავ შეათბეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი და შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
- თასს გადააფარეთ საკვების პარკი და 30 წუთი გააჩერეთ სითბოში.
- ამ უნიკალური ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ღვეზელები, ტკბილი ფუნთუშები. თუ ფუნთუშების მომზადებას გადაწყვეტთ, ცომს დაამატეთ ვანილი, თქვენთვის სასურველი რაოდენობის შაქარი და 100 გრ-მდე გამდნარი კარაქი.
ნაცხობი იქნება ჰაეროვანი, ძალიან გემრიელი და რამდენიმე დღის შემდეგაც კი რბილი და ფუმფულა დარჩება.