შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად მოამზადებთ დაჭრილი მკვახე პამიდვრის უგემრიელეს და საოცრად არომატულ მწნილს.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწვანე პამიდორი 1 კგ
- წითელი ბულგარული პილპილი 1 ცალი
- ცხარე წიწაკა 1 ცალი
- 9%-იანი ძმარი 50 მლ
- მარილი 1-1,5 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- ნიორი 4-5 კბილი
- თითო-თითო პატარა კონა კამა, ნიახური, ოხრახუში
მომზადების წესი:
- პამიდორი გაჭერით ოთხ ნაწილად. ნიორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წითელი ბულგარული დაჭერით პატარა კუბიკებად. წვრილად დაჭერით ცხარე წიწაკა, კამა, ნიახური და ოხრახუში.
- მზა ინგრედიენტებს დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და კარგად აურიეთ. ქვაბს დაახურეთ ხუფი და 12 საათი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- მომზადებული მასა თანაბრად განაწილეთ ქილებში. ქილები ბოლომდე გაავსეთ გამოყოფილი წვენით და დაახურეთ პლასტმასის ხუფები.
რამდენიმე დღეში შეძლებთ არომატული მწნილის დაგემოვნებას. გემრიელად მიირთვით!