რატომ გვიბუჟდება ხელები: 7 საყურადღებო მიზეზი

13249

ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია შეგრძნება, როცა ხელის ან ფეხის მგრძნობელობას კარგავ, ამას კი თან მსუბუქი ჩხვლეტა და წვაც ახლავს. ხშირად, ეს სისხლის მიმოქცევის დროებით დარღვევას უკავშირდება, და როდესაც მოძრაობას იწყებ, მგრძნობელობა აღდგება.

და მაინც, უხერხული პოზა ძილის დროს, ხელების გაშეშების ერთადერთი მიზეზი არ არის. თუ ეს პრობლემა ხშირად გაწუხებთ, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შესაძლოა, ეს რაიმე სერიოზული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

ხელების გაშეშების მიზეზები

კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის არეში ხერხემლის ნებისმიერი დარღვევები იწვევს ნერვის მიჭყლეტას, რასაც ხელების დაბუჟება მოსდევს, ასევე თავის ტკივილების და კონცენტრაციის დაკარგვაც.

მიაქციეთ ყურადღება გამართულ ზურგს, შეასრულეთ სპეციალური გიმნასტიკა. უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

გაფანტული სკლეროზი

თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანების შედეგად ხდება ნერვული იმპულსების გატარებაში დარღვევა. მგრძნობელობა იკლებს და ხელები ბუჯდება. თუ ხელების დაბუჟების სხვა მიზეზები გამოირიცხა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მაჯის გვირაბის სინდრომი

შეენიშნება იმ ადამიანებს, რომელთა შემოქმედება მონოტონურ სამუშაოს უკავშირდება (პროგრამისტები, მკერავები, მუსიკოსები…). თითების განმეორებითი მოძრაობების შედეგად ხდება შეშუპება მყესებში, რომლებიც ვიწრო არხში გადის. ნერვი ამ არხში იჭყლიტება და ადამიანი ხელების გაშეშებას გრძნობს. აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს, თუკი მსგავსი სიმპტომები აღგენიშნებათ.

კიდურის ვენების თრომბოზი

კიდურიე ვენების თრომბოზიც იწვევს გაშეშებას. თრომბი ანელებს სისხლის მოდინებას, ამიტომ, კიდურის ფუნქციებისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება ირღვევა. თრომბოზს მოსდევს შეშუპებებიდ ა სხვა უფრო სერიოზული გართულებები, ამიტომ დაავადებას აუცილებლად სჭირდება დიაგნოსტიკა.

ანემია და შაქრის დიაბეტი

ამ დაავადებებს ხშირად ახლავს სისხლის მიმოქცევის დარღვევები კიდურებში, შედეგად კი – გაშეშება.

ინსულტი

ინსულტი ხელების გაშეშების ყველაზე საშიში მიზეზია/ თუ დაბუჟებას ქვედა კიდურების მუშაობის დარღვევა, თაბის ტკივილები, მხედველობისა და საუბრის დარღვევები სდევს თან – აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება!

ნევრალგია

ბეჭის ან მხრის არის ნევრალგია, ასევე ხანგრძლივი ანთებითი პროცესები მის გარშემო ქსოვილებში, იწვევს ტკივილის სინდრომს და ხელების გაშეშებას.