როგორ მოვამზადოთ მარწყვის ცუკატები? რეცეპტი, რომელიც ყველა დიასახლსს გამოადგება

4201

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი ტკბილეული, რომელსაც დესერტების მოსართავად იყენებენ, ცუკატებია. ცუკატები პირველად ჯერ კიდევ XIV საუკუნეთი გამოჩნდა, თუმცა დიდი პოპულარობა მხოლოდ 4 საუკუნის შემდეგ მოიპოვა. ეკატერინე II ხშირად ითხოვდა დაშაქრულ ხილს სუფრაზე.

ცუკატების მომზადება პრაქტიკულად ყველა ხილისგან არის შესაძლებელი. განსაკუთრებით გემრიელი და ჩემი ნამდვილი ფავორიტი სწორედ მარწყვის ცუკატება, რომელთა დამზადებას დღეს გასწავლით.

ინგრედიენტები: 

  • მარწყვი – 1 კგ
  • შაქარი – 800 გრამი
  • წყალი – 1 ლიტრი

მომზადება: 

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაყარეთ შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე. ურიეთ პერიოდულად, რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას.
  2. მდუღარე სიროფში ჩაყარეთ კენკრა და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მოხარშული ნაყოფები ამოიღეთ დურშლაგზე და მოითმინეთ ცოტახანი, რათა სიროფი ბოლომდე დაიწუროს.
  3. გამზადებული მარწყვები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელშიც ფოლგაა ჩაფენილი. შედგით 35-45 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში საცხობი ფორმა და დატოვეთ დაახლოებით 2 საათით.
  4. მზა ცუკატები შეინახეთ მინის სტერილიზირებულ ქილაში, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური.

მარწყვის სეზონი უკვე ახლოსაა! ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თავად მოამზადეთ უგემრიელესი ცუკატები.