ჩემი ისტორია ყოველი ქალისთვის კარგად არის ნაცნობი: ჩვენს ოჯახში ყვველა ქალი ფუმფულა იყო, ეს თავისებურება მეც გადმომეცა, ამიტომ მთელი ცხოვრება ზედმეტი წონა მაწუხებს და ვიცავ დიეტებს. პრობლემის გადაწყვეტის გზა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელიც ჯანმრთელობას შეეხებოდა. სწორედ იქ გავიგე, თუ როგორ უნდა დამეკლო 7 კგ.
დიეტა, რომელიც ცნობილმა ევროპელმა კარდიოლოგმა შეიმუშავა, ეფუძნება ცილოვან კვებას. რაციონის საფუძველი გახლავთ კვერცხი. ყოველ დილას საუზმეზე უნდა მიირთვათ ერთი ულუფა ნებისმიერი ხილი, გარდა ყურძნისა და ბანანისა.
ჯანსაღი დიეტა
1-ლი დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, ჭიქა იოგურტი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვაშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ტოსტი ½ კიტრი, 2 პომიდორი.
მე-2 დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, ჭიქა იოგურტი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: 1 ტოსტი, 125 წითელი ხორცი, ფნჯანი უშაქრო ჩაი ან ყავა, 1 ფორთოხალი.
მე-3 დღე
სადილი: 1 კიტრი, 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი.
ვახშამი: 125 გრ წითელი ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ტოსტი ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი.
მე-4 დღე
სადილი: 1 ტოსტი, 1 ფორთოხალი, 125 გრ ხაჭო.
ვახშამი: იგივე, რაც მესამე დღეს.
მე-5 დღე
სადილი: 1 ტოსტი, 200 გრ ხორცი ან თევი, 1 პომიდორი.
ვახშამი: 225 გრ მოხარშული სტაფილო, კარტოფილი და ბარდა.
უარი თქვით ტკბილეულზე და ყოველდღე ივარჯიშეთ 30 წთის განმავლობაში.
რედაქციის რჩევა
დიეტა 5 დღეზეა გათვლილი. ამ ციკლის დასრულების შემდეგ შეისვენეთ 2 დღით, შემდეგ კვლავ განაახლეთ. გაამდიდრეთ რაციონი სასარგებლო საკვებით, სრულიად გამორიცხეთ ალკოჰოლი და მარილი.