აი რას ამბობენ ექიმები: საზამთროს წარმოუდგენელი გავლენა სისხლის წნევაზე

1544

პირადად ჩემთვის ზაფხულის სეზონი საზამთროსთან ასოცირდება. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ პროდუქტის მიმართ გულგრილობით გამოირჩევა. დაფიქრებულხართ ოდესმე, თუ რა გავლენა აქვს ამ პროდუქტს ჩვენს ჯანმრთელობაზე? ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგე, რომ საზამთრო ხელს გვიწყობს ღვიძლის გაჯანსაღებაში და სისხლის წნევის შემცირებაში.

რითია სასარგებლო საზამთრო

1. აუმჯობესებს კანის ჯანმრთელობას

თუ თქვენ რეგულარულად ებრძვით კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ წვნიანი პროდუქტით. კვლევების თანახმად, საზამთრო გაჯერებულია A ვიტამინით, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და აჯანსაღებს ჩვენს კანს.

2. აჯანსაღებს გულს

თითოეული ადამიანისთვის, რომელსაც აწუხებს გულთა დაკავშირებული პრობლემები ან ტკივილები მკერდის არეში, რეკომედირებულია კვების რაციონის გამდიდრება ამ პროდუქტით. სპეციალისტების თქმით, ლიკოპინი, რომელიც ჭარბადაა საზამთროში, ამაგრებს გულის კუნთს. გარდა ამისა, საზამთროში შემავალი C ვიტამინი, კაროტინოიდები და კალიუმი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და იცავს გულს სხვადასხვა საშინელი დაავადებებისგან.

3. აუმჯობესებს თირკმელების ჯანმრთელობას

თირკმელებიდან კენჭების გამოდევნა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში გამოიაროს. სწორედ ამიტომ, არ დაგავიწდეთ საკუთარ თირკმელებზე ზრუნვა და რეგულარულად მათი გასაწმენდი პროცედურების ჩატარებმა. დიდი ბებიებისა და მეცნიერების მტკიცებით, საზამთრო უნიკალური პროდუქტია, რომლისთვისაც ძლიერი შარდმდენი თვისებებია დამახასიათებელი, რაც თავის მხრივ თირკმელებს გვიჯანსაღებს.

4. აუმჯობესებს თვალების მდგომარეობას

საკუთარ კვების რაციონში საზამთროს ჩამატებით თქვენ შეინარჩუნებთ თვალების ჯანმრთელობასა და მახვილ მხედველობას მრავალი წლით. A ვიტამინი, რომელიც ჭარბადაა საზამთროში, იცავს თვალის კუნთს ასაკორივი ცვლილებებისგან.

5. გვიჯანსაღებს ძვლებს

ასაკის მატებასთან ერთად თითოეულ ადამიანს აწუხებს ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. საბედნიეროდ, საზამთრო გამდიდრებულია ლიკოპინითა და კალციუმით – ორი უმნიშვნელოვანესი ნივთიერება ძვლების ჯანმრთელობისთვის.

6. ამცირებს სისხლის წნევას

ადამიანების დიდი ნაწილი სისხლის წნევის შესამცირებლად დიეტებსა და სხვადასხვა ვარჯიშებს მიმართავს. თუ თქვენ სისხლის მაღალი წნევისგან იტანჯებით, აუცილებლად ჩაამატეთ კვების რაციონში საზამთრო. მაგნიუმი და კალიუმი, რომლებიც მრავლადაა ამ პროდუქტში, გვეხმარება სისხლის წნევის შემცირებაში.

7. ასთმის დამარცხება

ექსპერტების მტკიცებით, საზამთრო რამდენჯერმე ამცირებს ასთმის განვითარების რისკს, რაც მასში ჭარბი რაოდენობით შემავალი C ვიტამინითაა განპირობებული. თუ თქვენ უკვე იტანჯებით ამ პრობლემისგან, გახსოვდეთ, რომ საზამთრო საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ და გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას, რაც მასში შემავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებებითაა განპირობებული.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფრომაციის მეგობრებისთვის გაზიარება!