მოამზადეთ იასამნის სპირტნაყენი ამ ინსტრუქციით. საშუალება, რომელიც არაერთ დაავადებას განკურნავს

2018

ყველას გვიყვარს იასამანი – ულამაზესი მცენარე, რომლისთვისაც საოცარი სურნელია დამახასიათებელი. ყოველწლიურად, როდესაც იასამნის ტოტებს ვამტვრევთ და ვაზაში ვათავსებთ, ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ეს მცენარე არა მხოლოდ დეკორის ულამაზესი ელემენტი, არამედ ბუნების ნამდვილი საგანძურია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს სხეულზე და ჯანმრთელობაზე.

იასამნის სპირტნაყენი – სამკურნალო საშუალება, რომელსაც წარმატებით იყენებენ ბრონქიტის, თირკმელების დაავადებების, სახსრების ტკივილის, რევმატიზმისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა არაერთი პრობლემის სამკურნალოდ.

თუ იასამნისგან სამკურნალო ნაყენის მომზადებას გადაწყვეტთ, უნდა შეარჩიოთ მცენარე, რომლის ყვავილებიც ჯერ კიდევ ღია ისამნისფერია.

იასამნის სპირტნაყენი – გამოყენება და მომზადება

ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ 1 ლიტრიანი მინის ქილა შეავსეთ იასამნით და დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ყვავილები ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ნაყენით უნდა დაიმუშავოთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები ყოველ საღამოს, დაძინების წინ.

პოდაგრის დროს მდგომარეობისა და სიმპტომების საგრძნობლად შესამსუბუქებლად, 2 სუფრის კოვზ გამომშრალ ყვავილებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა სპირტი ან არაყი, დააყოვნოთ 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ) და შემდეგ გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა მიირთვათ 20-30 წვეთის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე.

ჩირქოვანი ჭრილობების დროს ძალიან ეფექტურია იასამნის სპირტნაყენი. ერთ ლიტრიანი მინის ქილა შეავსეთ იასამნის ყვავილებით და დაასხით იმ რაოდენობით არაყი ან სპირტი, რომ ბოლომდე დაიფაროს. დააყოვნეთ 2 კვირის განმავლობაში, პერიოდულად აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ. გადაწურული ნაყენით დაიმუშავეთ ჭრილობები დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

რევმატოიდულ ტკივილებს არაჩვეულებრივად უმკლავდება შემდეგი რეცეპტით მომზადებული იასამნის სპირტნაყენი: გაავსეთ ჩაის ჭიქა ყვავილებით და დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, დააყოვნეთ 2 კვირის განმავლობაში. მიღებული სპირტნაყენით დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები დღის განმავლობაში დაახლოებით 4-ჯერ.

იასამნის ნაყენს ეფექტურად იყენებენ წელისა და სახრების ტკივილის სამკურნალოდაც. ნაყენის მოსამზადებლად ნახევარ ჩაის ჭიქა ყვავილებს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დააყოვნეთ ის ბნელ ადგილას 12 დღის განმავლობაში. მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები, შეიხვიეთ თბილად და დაწექით დასაძინებლად.

იასამანი კურნავს ბრონქიტს! აავსეთ მინის ქილა იასამნის ყვავილებით, შეავსეთ არყით და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში, აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურული ნაყენი ჩაამატეთ ძლიერ ჩაიში 30 მილილიტრის ოდენობით და მიირთვით დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ქილას, რომელშიც ნაყენს ინახავთ, აუცილებლად მჭიდროდ უნდა ეფაროს თავსახური.

თუ ორგნაიზმში ზედმეტი მარილების დაგროვება გაწუხებთ, იასამნის სპიტნაყენი ამ შემთხვევაშიც დაგემხარებათ! 2 ლიტრიანი მინის ქილა შეავსეთ იასამნით, დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ყვავილები ბოლომდე დაიფაროს და დააყოვნეთ 3 კვირის განმავლობაში (პერიოდულად აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ). მიღებული ნაყენით დაიმუშავეთ მუხლები, მხრები და კისერი ყოველ საღამოს, დაძინების წინ.

ამ ინფორმაციის მიღბის შემდეგ პირადად მე იასამანი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!