ტაფებიდან და ქვავებიბდან ცხიმის მიმწვარი ლაქები 2 თვლაში გაქრება. ეს და კიდევ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი

145158

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს… სამზარეულოს ფილების წმენდა, მაცვრის დასუფთავება, ძველი ჭურჭლის მოვლა – საქმიანობები, რომლებსაც ხანდახან ისტერიამდეც კი მივყავართ. ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების გამარტივება და შემსუბუქება მარტივად არის შესაძლებელი, თუ ჩვენი დღევანდელი ხრიკები თქვენთვის კარგად არის ნაცნობი. მათი დახმარებით დავალებას, რომლის შესრულებასაც აქამდე საკმაოდ დიდ დროს ანდომებდით, რამდენიმე წუთში გაართმევთ თავს.

იდეალურად სუფთა სამზარეულო

1. გამწოვის ბადისთვის იდეალური სისუფთავის დაბრუნება, ცხიმის ლაქებისა და მთელი ჭუჭყის მოშორება მარტივად არის შესაძლებელი სულ რაღაც 15 წუთში! მოხსენით გამწოვს ბადე და ჩაალბეთ ის 15 წუთით წყლის, მარილისა და ლიმონმჟავის ხსნარში (1 ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი მარილი და 3 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა).

2. დამწვარი ქვაბებისთვის, ტაფებისთვის და ჯამებისთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი გააქტივებული ნახშირის გამოყენებით. რამდენიმე აბი ნახშირი კარგად დაფქვით და მოაყარეთ ის დაბინძურებულ ზედაპირზე. 20 წუთის შემდეგ ქვაბში ჩაასხით მცირეოდენი ცივი წყალი, დატოვეთ კიდევ 30 წუთით და შემდეგ კარგად გარეცხეთ.

3. თუ თქვენ მულტისახარში ქვაბი გაქვთ, გეცოდინებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობის გამაცხელებელი ელემენტისთვის იდეალური სისუფთავის შენარჩუნება. როგორ მოვიქცეთ, თუ მასში საკვების ნარჩენები მოხვდა? გამაცხელებელი ელემენტის იდეალურად გაწმენდაში საჭმელი სოდა და ძველი ქსოვილი დაგეხმარებათ.

კარგად დასველებულ ქსოვილზე დაიტანეთ მცირეოდენი საჭმელი სოდა და შედუექით დაბინძურებული ზედაპირის დამუშავებას, შემდეგ მოაშორეთ ნარჩენები ახალი ტენიანი ქსოვილით და ბოლოს კარგად შეამშრალეთ გამაცხელებელი ელემენტი.

4. მაცივრისთვის იდეალური სისუფთავის დაბრუნება და უსიამოვნო სუნის ლიკვიდირება ამრტივად არის შესაძლებელი ძმრისა და წყლის ხსნარით. აიღეთ ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციებით, ჩაალბეთ მასში რბილი ქსოვილი და შეუდექით მაცივრის შიდა კედლების გაპრიალებას. პროცედურის შემდეგ მაცივრის კარები რამდენიმე საათით ღია დატოვეთ.

კიდევ უფრო რადიკალური მეთოდია ნიშადურის სპირტის გამოყენება – მიმართეთ ამ საშუალებას დახმარებისთვის იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურების ხარისხი ზედმეტად მაღალია. ნიშადურის სპირტის გამოყენების შემდეგ მაცივრის კარი მთელი დღით ღია დატოვეთ.

5. სამზარეულოს ფილებს ცხიმის ლაქებისგან სწრაფად გაათავისუფლებთ, თუ ამ მარტივი ხრიკის შესახებ იცით. 4 ლიტრ თბილ წყალში ჩაამატეთ 4 სუფრის კოვზი ბურა (ნატრიუმის ტეტრაბორატი), 100 მილილიტრი ძმარი და 100 მილილიტრი ნიშადურის სპირტი. მიღებული ხსნარით კარგად დაამუშავეთ დაბინძურებული ფილები, დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ გააპრიალეთ სამზარეულოს ღრუბლის გამოყენებით.

6. სამზარეულოს კარადების გასუფთავება ცხიმის ლაქებისგან მინიმალურ დროში, მინიმალური ძალისხმევითაა შესაძლებელი მცენარეული ზეთისა და სოდის ნარევით (ინგრედიენტები უნდა შეურიეთ თანაბარი პროპორციებით). მიღებული ანრევი წაუსვით დაბინძურებულ ზედაპირზე, დაყოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ სამზარეულოს ღრუბლის გამოყენებით.

7. ეს ყველაზე მარტივი გზაა ბლენდერისთვის იდეალური სისუფთავისა და პირვანდელი ბზინვარების დასაბრუნებლად! ამ მოწყობილობის გამოყენების შემდეგ ჩაასხით მასში მცირეოდენი წყალი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის ნებისმიერი სარეცხი საშუალება, ჩართეთ ის საშუალო რეჟიმზე და გეჭიროთ ღილაკზე 20 წამით. პროცედურის შემდეგ გაავლეთ ის გამდინარე წყალში და კარგად შეამშრალეთ.

8. გამოცდილი კულინარები გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ ყავის საფქვავი სანელებლების დასაფქვავად, რადგან ეთერზეთები, რომლებიც ამ დროს გამოიყოფა, მომავალში ყავის მარცვლებში აღწევს და მათ აჯერებს. თუ ეს შეცდომა უკვე დაუშვით, არ ინერვიულოთ! სიტუაციის გამოსასწორებლად ყავის საფქვავში 1 მუჭა ნედლი ბრინჯი გაატარეთ, რომელიც ტენსა და ეთერზეთების ნარჩენებს სწრაფადვე შთანთქავს.

9. სანაგვე ურნები – ყველაზე ბინძური ნივთი ჩვენს სამზარეულოში. უსიამოვნო სუნმა არასდროს რომ არ შეგაწუხოთ და ურნებს იდეალური სისუფთავე შენარჩუნოთ, რეგულარულად მოათავსეთ მასში თანაბარი რაოდენობით წყლისა და ძმრისგან მომზადებული ყინულის კუბიკები.

10. ფაიფურის ჭურჭლიდან ყავის კვალის მოშორება იოლად არის შესაძლებელი ძმრისა და მარილის ნარევით. ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და ხელით კარგად წაუსვით დაბინძურებულ ჭურჭელს. 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. ყავის ლაქებისგან კვალიც არ დარჩება!

თუ თქვენ ამ მარტივი ხრიკების შესახებ იცით, სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება გაცილებით მარტივ დავალებას წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!