მარტივი პროცედურის შემდეგ უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს: მილიარდობით მიკრობი და ბაქტერია განადგურდება

83663

ყველა კარგი დიასახლისი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მის სახლში ყოველთვის იდეალური სისუფთავე და წესრიგი სუფევდეს. განსაკუთრებით დიდ შრომასა და ძალისხმევას სწორედ ვანა-ტუალეტის დალაგება-დასუფთავება მოითხოვს. ეს სახლის სწორედ ის ნაწილია, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ბაქტერიები, მიკრობები, ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება.

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობის გამარტივება და შემსუბუქება შესაძლებელია, თუ საკითხს გონივრულად მივუდგებით და ვისარგებლებთ სხვადასხვა ხრიკებითა და რჩევებით. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ დაუბრუნოთ იდეალური სისუფთავე უნიტაზს, გაანადგუროთ მილიარდობით მავნე ბაქტერიები და მიკრობები, თანაც მინიმალური ძალისხმევით!

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი

მართალია, მაღაზიების დახლები სავსეა საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით, თუმცა სხვადასხვა ქიმიურ შენაერთებთან უშუალო კონტაქტი, როგორც მოგეხსენებათ, ნაკლებად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თანაც ამ ქიმიური საშუალებების უმრავლესობა საკმაოდ ძვირად ფასობს.

საერთოდ რატომ უნდა წახვიდეთ მაღაზიაში და ფუჭად გაფლანგოთ ფული, თუ სახლში უკვე მოგეპოვებათ ისეთი საშუალება, რომელიც ამ დავალებას საყოფაცხოვრებო ქიმიაზე უკეთ ართმევს თავს?! თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 2 შეფუთვა ლიმონმჟავა, თბილი წყალი, საჭმელი სოდა, უნიტაზის ჯაგრისი და სახეხი.

აიღეთ მოცემული რაოდენობით ლიმონმჟავა და გახენით ის დაალოებით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. მიღებული სითხე გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. მიაპკურეთ ის უნიტაზის მთლიან ზედაპირს (როგორც შიგნიდან, ასევე გარედან) და დატოვეთ 10-15 წუთით.

15 წუთის შემდეგ უნიტაზის ზედაპირზე მოაბნიეთ მცირეოდენი საჭმელი სოდა და მოითმინეთ კიდევ რამდენიმე წუთით. სოდა გააქტიურდება და აქაფდება, რის შემდეგაც უნდა ამოიცვათ ხელთათმანები და შეუდგეთ ზედაპირის გაპრიალებას სამზარეულოს ღრუბლის ან უნიტაზის სპეციალური ჯაგრისის გამოყენებით.

ახლა რამდენჯერმე ჩარეცხეთ უნიტაზი, ხოლო პლასტმასს ზედაპირი, რომელსაც წყალი არ ეხება, კარგად გააპრიალეთ ტენიანი ღრუბლით. შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით!

არაჩვეულებრივი იქნება, თუ უნიტაზის წყლის ავზში ძმარსაც ჩაამატებთ, რადგან ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც ანადგურებს მიკრობებსა და ბაქტერიებს.

გთავაზობთ ვიდეოს დეტალური ინსტრუქციით: 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!