გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ სახსრების ძლიერ ტკივილს მხოლოდ 1 ლიმონით

12797

ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია ლიმონის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს სწორედ ის ციტრუსია, რომელიც შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინს და არის ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი.

ამ ციტრუსს სამკურნალოდ აქტიურად იყენებდნენ მეზღვაურები, რომლეთაც ხანგრძლივი დროით უწევდათ გემით მოგზაურობა და საკმაოდ ხშირადაც ავადმყოფობდნენ. ლიმონის სასარგებლო თვისებებზე ცნობები ჩვენს დიდ ბებია-ბაბუებსაც მოეპოვებოდათ. სწორედ მათგან მოაღწია ჩვენამდე ხალხური მედიცინის არაერთმა ღირებულმა რეცეპტმა.

ერთი მთლიანი ლიმონი კანის გარეშე შეიცავს 17 კალორირას, 0,6 გრამ ცილას, 0,2 გრამ ცხიმს, 5,4 გრამ ნახშირწყალს, 1,6 გრამ უჯრედისს და 1,5 გრამ შაქარს. ის შეიცავს ზრდასრული ადამიანისთვის C ვიტამინის დღიური ნორმის 51%-ს. არანაკლებ მაღალია მასში ვიტამინ B6-ის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა. როგორც მოგეხსენებათ, თითიოეული ეს ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და მისი ყველა სისტემის გამართული მუშაობისთვის.

ლიმონის კიდევ რამდენიმე აღსანიშნავი თვისება: ის წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და წიდებისგან, არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს არაერთი სერიოზული დაავადების განვითარებისგან.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ლიმონი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, ებრძვის კიბოს, ასთმას, თავიდან გვარიდებს დიაბეტის განვითარებას, გაცხიმოვნებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ლიმონის ცედრა ძლიერი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ის ამშვიდებს სისხლძარღვებს და საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილს.

თუ თქვენ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ლიმონი აუცილებლად დაგეხმარებათ! დღეს გასწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ეს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი სააფთიაქო პრეპარატების გაცილებით უფრო ეფექტურ ალტერნატივად.

კარგად გახეხეთ ლიმონის ცედრა, მოითავსეთ ზემოდან მტკივან სახსარზე და გადაიხვიეთ დოლბანდით. ლიმონის ცედრის კომპრესი ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა შეცვალოთ. ტკივილი მყისიერად შემსუბუქდება.

გაცილებით ეფექტური საშუალებაა ლიმონისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია. აიღეთ საშუალო ზომის ქილა და ჩაყარეთ მასში კუბიკებად დაჭრილი ერთი მთლიანი ლიმონი (თავის კანიანად, რბილობითა და წიპწებით), დაასხით იმ რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ ნაჭრები ბოლომდე დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მაცივარში. დაიმუშავეთ მზა საშუალებით მტკივანი სახსრები რეგულარულად და ხანმოკლე დროში მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას შენიშნავთ. ამ საშუალების გამოყენებამდე ქილის შიგთავსს კარგად გადაურიეთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!