9 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იჩქაროთ ბანანის კანის სანაგვე ურნაში მოშორება

5747

ბანანი – უგემრიელესი ხილი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს! განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მას სპორტსმენები უთმობენ, რადგან ეს გემრიელი ნაყოფი გვავსებს უზარმაზარი ენერგიით, რომელიც ორ საათიანი ინტენსიური ვარშისთვისაც კი საკმარისია. ბანანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ენდორფინსაც, რომელსაც მეორენაირად ბედნიერების ჰორმონის სახელწოდებით ვიცნობთ. იცოდით, რომ ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მხოლოდ უშუალოდ ნაყოფი, არამედ მისი ქერქიც კი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, სანაგვე ურნაში ვიშორებთ.

დღეს გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იჩქაროთ ბანანის სანაგვე ურნაში გადაგდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

როგორ გამოვიყენოთ ბანანის ქერქი?

1. ბანანის კანი ფილტრავს წყალს

ის სასმელი წყლიდან ბოლომდე შთანთქავს ტყვიასა და სპილენძს – ორი მძიმე მეტალი, რომელიც ნაკლებად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. უბრალოდ მოათავსეთ ბანანის კანი წყლით სავსე ჭურჭელში რამდენიმე წუთით და შემდეგ მიირთვით.

2. საუკეთესო სასუქი ოთახის მცენარებისთვის

დააყოვნეთ ბანანის კანი დაახლოებით 1 ლიტრ წყალში 24 საათის განმავლობაში და შემდეგ მორწყეთ თქვენი ოთახის მცენარე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური სასუქია, რომელიც თქვენს საყვარელ მცენარეებს მოამარაგებს საჭირო მიკროელემენტებითა და ენერგიით.

3. არაჩვეულებრივად წმენდს ვერცხლს

ბანანის კანი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა ვერცხლის სამკაულებისა და ნივთების გასაწმენდად. მოათავსეთ ქერქო ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. წყალი უნდა აიღოთ იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. მზა საშუალებით კარგად დაამუშავეთ ვერცხლის ნივთები და ბოლოს გაავლეთ წყალში.

4. აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს

ბანანის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატურალურ ზეთებსა და ფერმენტებს, რომელთაც დამწვრობის, მწერების ნაკბენისა და ჭრილობების დროს მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქება შეუძლია. უბრალოდ დაიფინეთ ბანანის კანი პრობლემურ მონაკვეთზე და საოცარ შვებას მყისიერად იგრძნობთ.

მისი დახმარებით მეჭეჭების მოშორებაც კი შეგიძლიათ. დაიფინეთ ბანანის კანის პატარა ნაჭერი მეჭეჭზე, დაიფიქსირეთ დოლბანდით ან პლასტირით და დაიტოვეთ იქამდე, სანამ წამონაზარდი თავისთ არ მოგძვრებათ.

5. ებრძვის კანის პრობლემებს

ბანანის ქერქი ძალიან ეფექტურია ფსორიაზისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლადაც. კანის დაინფიცირებული მონაკვეთები მსუბუქად დაიმუშავეთ ბანანის ქერქით და ძალიან მალე საოცარ შვებას იგრძნობთ. ამავე პრინციპით შეგიძლიათ, ებრძოლოთ გამონაყარსაც – ის საკმაოდ სწრაფ შედეგს იძლევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბანანის კანი არაჩვეუელბრივად კვებავს და ატენიანებს კანს, რის გამოც ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი მას ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად იყენებს.

6. ათეთრებს კბილებს

ბანანის კანის კიდევ ერთი საოცარი თვისება – კბილების გათეთრებაა. მასში შემავალი კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი და ფოსფორი აუცილებელია ჩვენი კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. რეგულარულად კარგად დაიმუშავეთ კბილები ბანანის ქერქით, რათა მოიშოროთ ყვითელი ნადები, უსიამოვნო სუნი და თავიდან აირიდოთ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებები.

7. გამოდგება ფეხსაცმლის გასაწმენდად

გარდა ბუნებრივი, ნატურალური ზეთებისა, ბანანის კანი შეიცავს ცვილს. სწორედ ამიტომ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის კრემების არაჩვეულებრივ ალტერნატივად.

8. აჩქარებს მეტაბოლიზმს

როგორც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ბანანი კალიუმით მდიდარი ხილია. იცოდით, რომ ამ ელემენტის შემცველობა გაცილებით მაღალია მის ქერქში, ვიდრე უშუალოდ ნაყოფში? კალიუმის მაღალი შემცველობა ბანანის კანს წონის შესამცირებელ ძალიან ეფექტურ საშუალებად აქცევს, რადგან ის აჩქარებს მეტაბოლიზმსა და ცხიმების წვის პროცესს. მომზადეთ პიურე ბანანის კანისგან ვაშლისა და დარიჩინის დამატებით – ასეთი ფაფა არა უბრალოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

9. აძლიერებს იმუნიტეტს

თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ბანანის კანი გვეხმარება ისეთი სერიოზული დაავადებების პრევენციაში და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც კიბოა. მოცემული პროდუქტი სტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს. უბრალოდ მიირთვით რეგულარულად ბანანის კანისგან მომზადებული პიურე ან ჩაი, რათა გაიძლიეროთ იმუნიტეტი და საიმედოდ დაიცვათ თავი სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისგან.

ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ ბანანის კანი სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია გამოგადებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!