თქვენი გაზ-ქურა ისე იბრწყინებს, როგორც შეძენის დღეს. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას

51596

ჩვენ, დიასახლისებს ხშირად გვიწევს ურთიერთობა ღუმელთან და გაზქურასთან. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია მასზე დაგროვებული ჭუჭყის, სიბინძურის, ცხიმის მიმწვარი ლაქებისა და სხვა ნარჩენების მოშორება. როგორც წესი, ეს პროცედურა რამდენიმე საათსა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ნებისმიერი სირთულის ლაქას, მათ შორის ცხიმის მიმწვარ და ჩამჯდარ ლაქებს, მინიმალურ დროში და მინიმალური ძალისხმევით გაუმკლავდებით მარტივი ინსტრუქციით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ!

როგორ დავუბრუნოთ იდეალური სისუფთავზე გაზ-ქურას

მაშ ასე, დაგჭირდებათ: 

  • 4-5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა
  • 100 მლ ძმარი
  • წყალი
  • სპრეი-ბოთლი

ინსტრუქცია: 

  1. პატარა ჭურჭელში მოცემული რაოდენობით სოდას დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ თხელი ფაფის კონსისტენცია.
  2. რბილ ქსოვილზე დაიტანეთ ეს საშუალება და მისი გამოყენებით კარგად დაამუშავეთ ღუმელის კედლები.
  3. დახურეთ კარები და დატოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მინიმუმ 12-14 საათით.
  4. ამ დროის გასვლის შემდეგ ტენიანი ქსოვილის გამოყენებით კარგად გაწმინდეთ ზედაპირი.
  5. სპრეი-ბოთლში ჩაასხით მოცემული რაოდენობით სუფრის ძმარი და მიაპკურეთ ის ღუმელის გაწმენდილ კედლებს და გააჩერეთ რამდენიმე წუთით, უმჯობესია 1-2 საათით.
  6. თქვენ შენიშნავთ ქაფისებრი მასის გაჩენას, რაც სოდასა და ძმარს შორის მიმდინარე ქიმიური პროცესის შედეგია.
  7. 1 საათის შემდეგ კვლავ გააპრიალეთ ღუმელი ტენიანი ქსოვილით. ცხიმის მიმწვარი ლაქებისგან და სხვა მსგავსი ნარჩენებისგან კვალიც კი არ დარჩება!

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!