მოამზადეთ ჭურჭლის სარეცხი ნატურალური საშუალება საკუთარი ხელით. ის ყველაზე რთულ ლაქებსაც აქრობს

13085

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, რომ სამზარეულოს ნივთებისთვის იდეალური ბზინვარების, სისუფთავისა და პირვანდელი სახის შენარჩუნება მარტივი დავალება ნამდვილად არ არის. ცხიმის ჩამჯდარი და მიმწვარი ლაქები ტაფებისა და ქვაბების ზედაპირზე – პრობლემა, რომელსაც დროთა განმავლობაში ყველანი ვაწყდებით.

როგორ მოვიქცეთ, რათა სამზარეულოში ყველაზე მოძველებულმა ჭურჭელმაც კი ახალივით იბრწყინოს? რა თქმა უნდა, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მაღაზიაში წასვლა და სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენა, თუმცა მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე – დამანგრეველია.

თუ თქვენ გსურთ, არ გქონდეთ შეხება მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან და თავიდან აირიდოთ მათი უარყოფითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე, გირჩევთ, მოამზადოთ საკუთარი ხელით ჭურჭლის სარეცხი ეს საშუალება, რომელიც ყველაზე რთულ ლაქებსაც კი სწრაფად და მარტივად აშორებს. საყოფაცხოვრებო ქიმიისგან განსხვავებით, მოცემული საშუალება გაცილებით ბიუჯეტური და უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჭურჭლის სარეცხი ნატურალური საშუალება

დაგჭირდებათ:

  • 1/4 ჩაის ჭიქა საჭმელი სოდა
  • 1/4 ჩაის ჭიქა წყალბადის ზეჟანგი

ინსტრუქცია: 

  1. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში.
  2. ურიეთ კარგად იქამდე, სანამ არ მიიღებთ არაჟნის კონსისტენციის მასას.
  3. მიღებული ნარევი წაუსვით ჭურჭლის დალაქავებულ ზედაპირს, გააჩერეთ სულ რამდენიმე წუთით და შემდეგ გააპრიალეთ სამზარეულოს ღრუბლით.

ამ საშუალებით შეგიძლიათ გაწმინდოთ არა მხოლოდ ემალის, არამედ უჟანგავი რკინისა და თუჯის ზედაპირის მქონე ნებისმიერი ჭურჭელი. როგორც უვე ვახსენეთ, მოცემული ნარევი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რაც მისი საყოფაცხოვრებო ქიმიისგან განმასხვავებელი მთავარი პლუსია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!