თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. ის ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი სამკურნალო ნარევია, რომელიც ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
გარდა პრაქტიკულად ყველა ორგანოს მუშაობის გაუმჯობესებისა, სისხლის გაწმენდისა, გულის კუნთის გაძლიერებისა და ორგანიზმის თავდაცვითი ძალების ამაღლებისა, მოცემული საშუალება დაგიჩქრებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და საგრძნობლად გაამარტივებს წონის კლების პროცესს. მოცემული საშუალება გაგიწმენდთ სხეულს დაგროვებული მავნე ნარჩენებიგან, რაც კარგი ჯანმრთელობსა და გარეგნობის მოპოვებისკენ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
ღვინისა და ნივრის ნარევი მთელი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის
ინგრედიენტები:
- 12 კბილი ნიორი (კარგად გარეცხილი და გასუფთავებული)
- ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო
მომზადებისა და მიღების წესი:
- გასუფთავებული ნიორი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით წითელი ღვინო.
- ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ის მზიან ადგილას (მაგ. ფანჯრის რაფაზე) 2 კვირის განმავლობაში.
- ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი.
- 14 დღის შემდეგ გადაწურეთ სითხე მუქი ფერის მინის ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.
- მზა საშუალება მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ.
- კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.
- მოცემული კურსის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.
რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
ნივრისა და წითელი ღვინის ნარევი ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩეული სასმელია. თუ ამ კურსს ჩაიტარებთ, შეძლებთ:
- ანთებითი დაავადებების დამარცხებას;
- ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში;
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
- სისხლის გაწმენდას;
- სხეულიდან ზედმეტი მარილების მოშორებას;
- მეტაბოლიზმის დაჩქარებას;
- ცხიმების დაწვას;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
- ენერგიის დონის ამაღლებას;
- ორგანიზმის ამტანიანობისა და შრომისუნარიანობის გაზრდას.
წითელი ღვინო რესვერატროლის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ნივთიერებაა. მისი დახმარებით თქვენ თავიდან აირიდებთ სისხლის შედედებას, თრომბების ფორმირებას, ინფარქტსა და გულის უკმარისობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წითელ ღვინოში ჭარბი რაოდენობით შემავალი რესვერატროლი თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას და ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კიბოს პროფილაქტიკისთვის.
რაც შეეხება ნიორს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს მისი სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გვსმენია. ის სტიმულირებს ჩვენი თავის ტვინის ნორმალურ მუშაობას, იცავს ჩვენს ორგანიზმს გარემოს მავნე ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენისგან, წმენდს ჩვენი სხეულის უჯრედებს, ანადგურებს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს სისხლის წნევას, ხელს გვიწყობს ზედმეტი კილგორამების მოშორებაში და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორი ძალიან სასარგებლო ინგრედიენტის კომბინირებით მათი სამკურნალო ძალა და პოტენციალი კიდევ უფრო ირზდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!