შვილებში ხველას ამ საშინაო საწუწნი კანფეტებით ვმკურნალობ. სიროფებისგან განსხვავებით, უკუჩვენებების არ მეშინია

30240

ზამთრის ცივ სეზონზე მავნე მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები განუწყვეტლივ რეჟიმში გვესხმიან თავს, რადგან წელიწადის ამ დროს ჩვენი იმუნური სისტემა დასუსტებული და გამოფიტულია.

სხვადასხვა გაციებითი და ვირუსული დაავადებებისაკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები სწორედ ჩვენი პატარები არიან. ხველა – პრობლემა, რომელსაც ამ პერიოდში ბავშვებში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით. რა ზომებს მიმართავთ თქვენ ბავშვებში ხველის სამკურნალოდ? სპეციალური სააფთიაქო სიროფები – ხშირად არჩევანს სწორედ ამგვარ საშუალებებზე ვაჩერებთ, რაც საკმაოდ დიდი შეცდომაა. იცოდით, რომ ხველის სამკურნალო სპეციალური სააფთიაქო სიროფებისთვის ძალიან დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი?

თუ თქვენს პატარას ხველა აწუხებს, გირჩევთ, სააფთიაქო სიროფების გამოყენების ნაცვლად, დახმარებისთვის ერთ ნატურალურ საშუალებას მიმართოთ, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.

ხველის სამკურნალო საწუწნი კანფეტები საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 100 მლ ქოქოსის ზეთი
  • 100 გრამი ნატურალური თაფლი
  • დარიჩინი

ინსტრუქცია: 

  1. აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი და ჩაასხით მასში 100 მლ ქოქოსის ზეთი.
  2. კარგად თქვიფეთ იქამდე, სანამ ქოქოსის ზეთი ზედაპირზე მცირეოდენ ქაფს არ გაიკეთებს.
  3. როდესაც საჭირო კონსისტენციას მიიღებთ, დაუმატეთ ქოქოსის ზეთს 100 გრამი ნატურალური თაფლი, რამდენიმე მწიკვი დარიჩინი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  4. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  5. გაავსეთ ყინულის კუბიკის ფორმები ამ მასით და შეინახეთ საყინულეში.

მოცემული საშუალება ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ ხველის სამკურნალოდ, არამედ გაციებითი და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც. მიაღებინეთ ხველის სამკურნალო ეს საწუწნი კანფეტები თქვენს შვილებს რეგულარულად (დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ), რათა პრობლემა ძალიან მალე უკავლოდ გაქრეს.

რატომაა ეს საშუალება ეფექტური? 

ნატურალური თაფლი ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა ჩვენს სასუნთქ სისტემაზე. ის სწრაფად ამსუბუქებს გამაღიზიანებელ ხველას და ეფექტურად ებრძვის სასუნთქი გზების ანთებას.

ქოქოსის ზეთი ლაურინის მჟავით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ბოლომდე ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს.

დარიჩინი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!