მსხვილი ნაწლავი ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, საიდანაც შეიწოვება ვიტამინები, მინერალები და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები საკვების მირთმევის შემდეგ.
ცხოვრების თანამედროვე სტილის, არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსა და არასწორი კვების შედეგად, ჩვენი ნაწლავები სულ უფრო და უფრო ბინძურდება. ეს ის ორგანოა, რომელსაც კილოგრამობით მავნე ტოქსიკური ნარჩენის დაგროვება შეუძლია. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ირღვევა ნაწლავების მუშაობა და აუცილებელია საჭირო ზომების დროულად მიღება, რათა თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები.
უპირატესობები, რომელთაც მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შედეგად მიიღებთ:
- დაამარცხებთ ყაბზობასა და მუცლის ქრონიკულ შებერილობას;
- აიმაღლებთ ენერგიის დონეს სხეულში;
- შეიმცირებთ წონას და დააჩქარებთ ცხიმების წვის პროცესს;
- გაიუმჯობესებთ ძილს;
- გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში;
- თავიდან აირიდებთ მსხვილი ნაწლავის კიბოს;
- გაიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
რამდენიმე ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალება, რომელიც ნაწლავებს მტვერსასრუტივით წმენდს:
1. ვაშლის წვენი
ვაშლისა და მისი წვენის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ეს ის ნატურალური პროდუქტია, რომელიც სტიმულირებს ნაწლავების მუშაობას, წმენდს მათ დაგროვებული ტოქსინებისა და წიდებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების სწრაფად და მარტივად ათვისებაში. უბრალოდ მიირთვით ვაშლის ახლადგამოწურული წვენი ყოველდღიურად, რათა გაიუმჯობესოთ არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობა, არამედ განწყობაც კი.
2. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი – C ვიტამინის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყარო, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონისგან, დაუმატეთ მწიკვი ზღვის მარილი, მცირეოდენი ნატურალური თაფლი და მიღებული ნარევი გახსენით ერთ ჭიქა თბილ წყალში. მიირთვით წინა ღამეს მომზადებული სასმელი დილით, გაღვიძებისთანავე.
3. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები
არასდროს დააიგნოროთ ის პროდუქტები, რომლებიც საკვები უჯრედისითაა მდიდარი. მათი დახმარებით თქვენ საგრძნობლად გაიმარტივებთ დეფეკაციისა და ნაწლავებიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს. საკვები უჯრედისის რეკორდული შემცველობა ნედლ ხილსა და ბოსტნეულში ფიქსირდება (ჟოლო, ვაშლი, ბროკოლი, ბარდა და ა.შ.).
4. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა – პროდუქტი, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის წვენი და მცირეოდენი ნატურალური თაფლი. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას და საღამოს, რათა ბოლომდე გაიწმინდოთ ნაწლავები დაგროვებული ტოქსინებისა და წიდებისგან.
5. მაწონი
სასარგებლო ბაქტერიებით მდიდარი მაწონი აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორას, რაც დადებითად ისახება ამ ორგანოს მუშაობაზე. კალციუმით მდიდარი ენ ნატურალური პროდუქტი სტიმულირებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედების ზრდას, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემებს, როგორიც მოუნელებლობა და მუცლის შებერილობაა.
6. სელის თესლი
მოცემული პროდუქტი წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების, საკვები უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. სელის თესლის რეგულარულად მირთმევით, თქვენ შეძლებთ ნაწლავებიდან დაგროვებული მავნე ნარჩენების ბოლომდე გამოდევნას და მოშორებას. უბრალოდ დაუმეტეთ სელის თესლი თქვენს სალათებსა და სხვადასხვა კერძებს, ან პირდაპირ ჩაღეჭეთ მარცლვები ერთი ან ორი ჩაის კოვზის ოდენობით და დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ ებრძოლოთ ნაწლავებში დიდი რაოდენობით მავნე ნარჩენების დაგროვებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!