სწორი კვება ნატურალური პროდუქტებით – საუკეთესო გზა სილამაზის, ახალგაზრდობისა და კარგი ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად.
დაბერების პროცესის პარალელურად საკმაოდ ხშირია მეხსიერების დაქვეითების პრობლემა. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან ასარიდებლად, პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, კვების რაციონის იმ ნატურალური პროდუქტებით გამდიდრებაა, რომლებიც შესაბამისი მკვებავი ნივთიერებების, მინერალებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.
ნატურალური სასმელები მეხსიერების გასაუმჯობესებლად
რეცეპტი №1
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა მოცვი
- 1 ბანანი
- 1 ჩაის კოვზი სელის თესლი
ინსტრუქცია:
უბრალოდ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოს გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ სასმელს მცირეოდენი თაფლიც დაუმატოთ. მიირთვით ეს არომატული კოქტეილი ყოველდღიურად, რათა მოამარაგოთ ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით.
რეცეპტი №2
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი ატამი
- 1 ჩაის ჭიქა პატარა კუბიკებად დაჭრილი პაპაია (სურვილისამებრ, ჩაანაცვლეთ ჟოლოთი ან მარწყვით)
- 1 ცალი მსხალი
- ½ ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
ინსტრუქცია:
მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მოცემული ინგრედიენტებისაგან ბლენდერის გამოყენებით. მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად, რათა გაიუმჯობესოთ არა მხოლოდ მეხსიერება, არამედ მოამარაგოთ ორგანიზმი მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
რეცეპტი №3
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის წვენი
- მწიკვი ვანილი
- ერთი ბანანი
- 1 ჩ.კ. თაფლი
ინსტრუქცია:
პირველი და მეორე რეცეპტის მსგავსად, მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან. მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად, რათა იგრძნოთ თავი მხნედ და ენერგიულად.
გახსოვდეთ, კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საუბარი კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე მიდის. სტატიაში წარმოდგენილი სამივე სასმელი წარმოადგენს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს გამართული ფუნქციონირებისათვის სჭირდება.
გაინებივრეთ თავი პერიოდულად ამ არომატული სასმელებით, რათა შეინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა და სიმხნევე ღრმა სიბერემდე. გარდა მესიერების გაუმჯობესებისა, ეს სასმელები არაჩვეულებრივია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სისხლძარღვებისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!